იმიგრაცია ამერიკაში კვლავ საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი თემაა

დონალდ ტრამპი ბიზნეს დოკუმენტების გაყალბებისთვის გამამტყუნებელი ვერდიქტის მიღების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა. ამომრჩევლებთან შეხვედრისას მან განსაკუთრებული ყურადღება კვლავ იმიგრაციაზე გაამახვილა და დაემუქრა ზოგ ქვეყანას, თუკი ისინი აშშ-ისკენ უკანონოდ მიმავალ ადამიანებს არ შეაჩერებენ.

ელექტრომობილების მწარმოებელმა Fisker-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Fisker Inc-მა გაკოტრების შესახებ განაცხადა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც ბაზარზე მისი პირველი მოდელი გამოჩნდა ბოლო კვირების განმავლობაში კომპანია თანდათან წყვეტს ოპერაციებს, წერს The Wall Street Journal. Fisker 2016 წელს ჰენრიკ ფისკერის მიერ დაარსდა, რომელიც ადრე BMW-სა და Aston Martin-ში მუშაობდა. კომპანიამ 1 მილიარდი დოლარი შეაგროვა ოპერაციების დასაწყებად, მაგრამ სწრაფად გამოიყენა თანხები […]

უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას, შიდა და გარე მტრების ჯინაზე ვინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას

უამრავი გამოწვევის მიუხედავად საქართველო აგრძელებს განვითარებას, შიდა და გარე მტრების ჯინაზე ვინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიშს, რომლის რეიტინგშიც საქართველო საუკეთესო 50 ქვეყანას შორის იმყოფება. მისი განცხადებით, ბოლო სამი წელია, საქართველო საუკეთესო შეფასებებს იღებს და 2012 წლის შემდეგ, სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. “უამრავი […]

“ჩვენი მიზანია, ევროპული სტანდარტების დანერგვა ონლაინ ბიზნესვაჭრობაში რაც გააუმჯობესებს გარემოს” – სანდრო კვერღელიძე

ბიზნესვაჭრობა – ასეთი სახელწოდებით ბაზარზე ახალი მომსახურება გამოჩნდა. ონლაინ ბიზნესვაჭრობის პროექტი, მომსახურების რამდენიმე სერვისს აერთიანებს, რომელიც კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების, საწარმოს თუ სხვა ბიზნეს ობიექტის ყიდვა/გაყიდვას გულისხმობს. “ბიზნესვაჭრობის პლატფორმა ახალ სტანდარტს ქმნის ბაზარზე, რომელიც ბიზნესის ყიდვა-გაყიდვით, ბიზნესში პარტნიორობით ან ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ერთმანეთთან აკავშირებს და ბაზარზე ამკვიდრებს ბიზნესვაჭრობის ახალ კულტურას”, – ასე აფასებს BMG-სთან bt.ge-ის(ბითიჯი) […]

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ ავრცელებს. ამასთან, აღნიშნულია, რომ ფესტივალი ხორციელდება „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით. ფონდის ცნობით, ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია დაგეგმილი – დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და […]

თელავის ქუჩები კოღოს საწინააღმდეგო პრეპარატებით შეიწამლება

თელავის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს. ,,მოსახლეობის საყურადღებოდ, დღეს, 22:00-დან, სურსათის ეროვნული სააგენტო თელავის ქუჩების კოღოს საწინააღმდეგო პრეპარატებით შეწამვლას დაიწყებს. გაცნობებთ, რომ აქტივობა მთავრობის დადგენილების საფუძველზე ხორციელდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

უნგრელთა მწვრთნელი: ჩვენ ან საქართველო ისევე უნდა ვიყოთ დაცულები როგორც გერმანია, ინგლისი და იტალია

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გერმანიასთან მატჩის შემდეგ (0:2) განაცხადა, რომ მსაჯი მოედანზე ყველაზე უარესი იყო და მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად არბიტრების დახმარება არ სჭირდებათ. შოტლანდიასთან შეხვედრის წინ ამის შესახებ მან “გარდიანთან” ისაუბრა: “მე იმასვე ველი, რასაც მსაჯებისგან მუდამ ველოდი: რომ პირველიდან ბოლო წუთამდე თანმიმდევრულნი იქნებიან. სამწუხაროდ, ნიდერლანდელი არბიტრი გერმანიასთან ჩვენი დაპირისპირებისას ასეთი არ იყო. […]

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 23 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთის ნაკრებთან გამართულ მატჩს და მოპოვებულ ქულას და წერს, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“. „პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP. მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც […]

გერმანიის ვიცე-კანცლერმა ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის ტარიფებს სამართლიანი ნაბიჯი უწოდა

ევროკავშირის გადაწყვეტილება ჩინურ ელექტრომობილებზე იმპორტის გადასახადების შესახებ გააზრებული ღონისძიებაა, რომელიც არაფრის სასჯელად არ უნდა ჩაითვალოს, განაცხადა შაბათს გერმანიის ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა პეკინში ვიზიტისას. „მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ სასჯელად შემოღებულ მოვალეობებზე“, – ციტირებს მის სიტყვებს ევროპული მედია. ჰაბეკი ირწმუნება, რომ ევროკომისიამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ყურადღებით შეისწავლა, შეიძლებოდა თუ არა ჩინელი მწარმოებლების მიერ მიღებული სუბსიდიები […]

ლუკა სილაგაძე ევროპის ჩემპიონია

სალონიკიში მიმდინარე U17 ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა სილაგაძემ წარმატებით იასპარეზა. ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ატაცში მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 135 / 139 / 143 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. სილაგაძემ აკვრაში თავი 165 / 169 კილოგრამს გაართვა და კიდევ ერთი ოქროს მედალი […]