ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. იოსელიანი კლინიკა „ვივამედში“ მონიტორინგზე იმყოფება და ის ყოფილ პრეზიდენტსაც მოინახულებს.
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი – უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს

Webster University Georgia-ს ახალი რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი მალე ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას. პროფესორ მარისინგს ლიდერობისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში. სულ მალე კი Webster University Georgia-საც ჩაუდგება სათავეში. პარალელურად, ის გახლავთ Webster Leiden Campus-ის რექტორი, სადაც 15 წელზე მეტია საქმიანობს. საკუთარ გამოცდილებასა და Webster University […]
3 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1 416 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა, აქედან 2 არასრულწლოვანია

2024 წლის პირველ სამ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1 416 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 1 397 მამაკაცია, რომელთა შორისაც 1 057 -ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 19 ქალიდან ნარკოტიკული თრობა […]
SEU და EHL, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, ერთობლივ პროფესიულ განათლების გადამზადების ცენტრს ხსნიან

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და EHL, მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში, ერთობლივ პროფესიულ განათლების გადამზადების ცენტრს ხსნიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოსა და მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის სფეროში განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით. ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცენტრის მიზანი იქნება სტუდენტების აღჭურვა პრაქტიკული უნარებითა და ინდუსტრიულ სპეციფიკაზე მორგებული ცოდნით, რაც […]
საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

2024 წლის 23 ივნისს, საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო […]
დუმის დეპუტატი: დაღესტნის ტერაქტი კავშირშია უკრაინისა და NATO-ს სპეცსამსახურებთან

ეჭვსგარეშეა, რომ მომხდარი ტერაქტები, ასე თუ ისე, კავშირშია უკრაინისა და NATO-ს ქვეყნების სპეცსამსახურებთან. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩვენი სამხედროების წარმატებების ფონზე, ეს არის მცდელობა ქვეყნის შიგნით სიტუაციის ასარევად. რა თქმა უნდა, ეს არის ფსევდორელიგიურ ლოზუნგებს ამოფარებული ტერაქტი. წერს Telegram-ში დაღესტნის წარმომადგენელი რუსეთის დუმაში, დეპუტატი აბდუჰაკიმ გაჯიევი.
როგორი ამინდია დღეს საქართველოში მოსალოდნელი?

დღეს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°. ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +30°. ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +29°. […]
ვალერიან გუნიას – “თეატრის ილიას” დაქორწინების ამბავი

ვალერიან გუნიას (1862-1938) დაქორწინების ამბავი ერთ-ერთი საინტერესო და საგულისხმო ისტორიაა მისი ბიოგრაფიიდან. ქართულ თეატრს ფინანსურად გაუჭირდა, ვალერიანს ცოლი ჯერ არ ჰყავდა და როცა 1898 წელს, გარიგებით დაქორწინდა ქიზიყელ, მდიდარ ივანე გომელაურის ქალიშვილზე, ყველამ შვებით ამოისუნთქა. მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ დროს ილია ჭავჭავაძე ყოფილა, რომელსაც უთამადია კიდეც საქორწინო სუფრაზე. დაქორწინებისას ვალერიან გუნიასა და ნინა გომელაურის მამას […]
უკრაინამ სევასტოპოლის სანაპირო დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

23 ივნისს, უკრაინამ, ATACMS სისტემის რაკეტებით ოკუპირებული სევასტოპოლის სანაპიროზე იერიში მიიტანა. რუსული მედიების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულია 152 ადამიანი. რუსეთმა იერიშს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გაეროს საჩივრით მიმართა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სევასტოპოლში არ ჩართულა საჰაერო განგაშის სირენა. ყირიმში 24 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობა იგივეს კეთებას აგრძელებს, ევროკავშირის კარი დაიხურება – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საქართველოს საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იგივე პოლიტიკას აგრძელებს და ამის გამო, საქართველოსთვის ევროკავშირის ღია კარი დაიხურება. “ერთი რამ ცხადია. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მთავრობა იგივე მიმართულებით სვლას აგრძელებს, აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებენ. ეს კარი […]