“ეს შემთხვევითობა და იღბალი არ იყო, გეტყვით, ბენზემა რასაც აკეთებდა” – “რეალის” ყოფილმა მეკარემ 2018 წელს ლიგის ფინალში პირველ გატანილ გოლზე ისაუბრა

“რეალის” ყოფილმა მეკარე კიკო კასილიამ 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მომენტი გაიხსენა, სადაც კარიმ ბენზემა “ლივერპულთან” შეხვედრაში ანგარიში გახსნა. უმრავლესობა ამას იღბალსა და ლორის კარიუსის შეცდომას აბრალებს, მაგრამ კასილიამ Offsiders Podcast-თან ინტერვიუსას თქვა: “კარიმი კარიუსს ნახევარი საათის განმავლობაში სწავლობდა, მან იცოდა, რომ შეცდომის დაშვება შეეძლო. ეს არ იყო შემთხვევითობა! ბენზემამ იცოდა, რომ ბევრ მომენტში კარიუსი […]

სროლა ბაქოში – დაღუპულია 5 ადამიანი

ბაქოში, ძებნილის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სამი პოლიციელი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად მსროლელი – ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა. შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და […]

„ჩვენ ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობას და არა ქართველ ხალხს”- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენი გზავნილი ხმამაღალი და ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ვალტონენის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ეს იქნება პირველი საფუძვლიანი დისკუსია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, […]

„ბოლო 2 თვეა, ბიზნესსექტორი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისგან თავს იკავებს“

ბოლო 2 თვის მონაცემებით, ბიზნესსექტორი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისგან თავს იკავებს და შრომის ბაზარზე შენელება ფიქსირდება. ასეთია როგორც დარგის ექსპერტების, ასევე, დასაქმების პორტალების წარმომადგენლების შეფასება. როგორც HR.GE-ის რეგიონალური მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მათ ვებგვერდზე მაისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების 8%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც საკმაოდ უჩვეულო ფაქტია. „როგორც წესი, მაისის თვე, ვაკანსიების […]

ჯოზეფ ბორელი: საქართველოზე გადაწყვეტილებები დღეს არ იქნება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმავე გზით სიარულს, რაც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა. ბორელის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება. „საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩვენ ვაპირებთ, განვიხილოთ საქართველოში არსებული ვითარება. […]

ცაჰკნა: განიხილება დაფინანსება, შენგენში შესვლის აკრძალვა ოფიციალური პირებისთვის და სხვა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ზომას, მათ შორის დაფინანსების შეჩერების საკითხსა და ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე ცაჰკნამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ თუ მთავრობა ქცევას არ შეცვლის და რუსულ კანონს უკან არ წაიღებს, ევროკავშირისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამს. “სამწუხარო დღეა, რადგან განვიხილავთ ვითარებას […]

ევროკავშირის მინისტერიალზე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა

ევროკავშირის მინისტერიალზე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა მე წარვადგენ დოკუმენტს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში. გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს, რადგან დღეს დისკუსიაა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს […]

1 416 ადამიანიდან ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა, აქედან 2 არასრულწლოვანია – საგანგაშო სტატისტიკა

2024 წლის პირველ სამ თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1 416 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 1 071 პირს დაუდასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულთაგან 1 397 მამაკაცია, რომელთა შორისაც 1 057 -ს დადებითი შედეგი ჰქონდა; ხოლო 19 ქალიდან ნარკოტიკული თრობა […]

აშშ-ში წლის ყველაზე უშნო ძაღლი აირჩიეს

პეკინესი ვაილდ ტენგი წლის ყველაზე უშნო ძაღლად აღიარეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ძაღლს ყოველთვის აქვს გამოყოფილი ენა, იმის გამო რომ 10 წლის ასაკში მან ჭირი გადაიტანა. დაავადების გამო ძაღლს კბილები აღარ გაეზარდა და კუნთები სწორად აღარ უმუშავებს. ტენგი კონკურსში უკვე მეხუთედ მონაწილეობს, თუმცა ეს მისი პირველი გამარჯვებაა. ძაღლი და მისი პატრონი ჯილდოს სახით […]

მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის

პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის, თუკი მისი მთავრობა უცხოელი აგენტების შესახებ კანონს არ გააუქმებს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა. „იქნება დისკუსია საქართველოს მხარდამჭერი სხვადასხვა ფონდების შესახებ, იქნება […]