,, შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის” – ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს: ,,დინამიკა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება და თუ ქვეყნის ხელისუფლებამ არ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, ქვეყანა ევროპულ გზას ვერ დაუბრუნდება. ნათლად და კონკრეტულად ვაცხადებ – კურსს თუ არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს […]
კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა – ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა. საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე, საქართველო – […]
მამუკა მდინარაძე – როდესაც დღეს უკვე საარჩევნო კლიპები გადის ეთერში, ამას არ აღნიშნავენ და თვითონ იღებენ ასეთ აქტივობებში მონაწილეობას, ბუნებრივია, ეს ორგანიზაციები ობიექტურ დამკვირვებლებად ვერ გამოდგებიან

როდესაც დღეს საარჩევნო კლიპები გადის ეთერში, ამას, რომ არ აღნიშნავენ და თვითონ რომ იღებენ ასეთ აქტივობებში მონაწილეობას, ბუნებრივია, ეს ორგანიზაციები ობიექტურ დამკვირვებლებად ვერ გამოდგებიან , – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრინფინგზე განცხადა. კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, „NDI ქალი პოლიტიკოსების რეგიონებში ვიზიტს აფინანსებს, რამდენად ობიექტური იქნება ამ ორგანიზაციისგან წინასაარჩევნო შეფასებები“. […]
მამუკა მდინარაძე – ატლანტიკური საბჭოს კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს – შესაბამისად, როცა საქართველოს რეფორმებზე ესაუბრებიან, ამ დროს ქვეყანა უკვე უსწრებს ყველა ამ მონაცემებით სხვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც

2012 წლის შემდეგ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლების შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია და ევროპაში არის პირველ პოზიციაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მდინარაძე აღნიშნავს, რომ ატლანტიკური საბჭოს კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, შესაბამისად, მაშინ, როცა საქართველოს რეფორმებზე ესაუბრებიან, ამ […]
ბორელი: საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს

24 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს შორის შეხვედრა გაიმართა. სხვა ძირითად საკითხებთან ერთად მინისტერიალზე საქართველოში მიმდინარე პროცესები, მიღებული რუსული კანონი და შესაძლო შემზღუდველი ზომები განიხილეს. “სამწუხაროა, რომ არის გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს უმაღლესი დონის პირებისგან მტკიცება, რომ ეს კანონი უფრო აახლოებს საქართველოს […]
გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს – მამუკა მდინარაძე

გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს – მამუკა მდინარაძე ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე […]
ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ

ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ ცდილობენ, ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის, არადა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა, ეს არის და უნდა იყოს კიდეც ჩვენი გენეტიკური კოდი მომავალში, რომ ჩვენი თავი უნდა […]
წელს “ბამბარა” წარმადობის ზრდას გეგმავს

მიმდინარე წელს, ბამბის ნაყინის მწარმოებელი კომპანია „ბამბარა“ წარმადობის ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ანი ბურდულმა განუცხადა. კომპანია მომხმარებელს ბამბის ნაყინს სამი ძირითადი არომატით სთავაზობს – ქოქოსის, მარწყვისა და საღეჭი რეზინის არომატით.
ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი […]
,,მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს”- ბორელი

საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და თუ მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირის გზაზე წინ ვერ წაიწევს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გვქონდა აქტიური დისკუსია საქართველოს შესახებ. მაისის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ ზედიზედ […]