წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლის გარდაცვალების საქმეზე შსს–მ გამოძიება დაიწყო

ვალეში, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” თანამშრომლის გარდაცვალების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. […]

ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა – „გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს“

მომღერალ ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა, წყვილმა ბავშვს ბაბუის, ყველასათვის საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის სახელი დაარქვა. სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინა ანდრონიკაშვილი აქვეყნებს და წერს: „გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს, ვაშა!“

ვალეში, ჭაში მუშაობის დროს მამაკაცი დაიღუპა

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში წყლის ჭაში მუშაობის დროს მამაკაცი დაიღუპა – ის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი იყო და ადგილზე წყლის ჩამკეტებს აკეთებდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრეთათვის ავტობუსები 02:00-მდე ივლიან

თბილისის მერიის ცნობით, ხვალ, 26 ივნისს დაგეგმილი საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის გამო, რომლის ღია ჩვენებაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, გულშემატკივრებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

“ჯუღელმა თავდაპირველი მოთხოვნები შეცვალა” – Calcionapoli24 “კვარასა” და “ნაპოლის” მოლაპარაკებებზე წერს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლისთვის” ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება. წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, “პარტენოპეის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ქართველს მისი პროექტის ფუნდამენტურ ნაწილად თვლის. CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, თუ აქამდე “კვარას” აგენტი მამუკა ჯუღელი მისი კლიენტისთვის ხელფასის სახით წელიწადში 4.5 მილიონი ევროს გადახდას ითხოვდა, ახლა ეს რიცხვი 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა. გამოცემა ირწმუნება, […]

პრემიერი – ქართველ მეზღვაურთა შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა, იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც

უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის შეუცვლელ როლს ასრულებს. „ქართველ მეზღვაურებს, ყველას ვინც აქ ბრძანდებით და მათაც, ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ბორელისა და დასავლელი პარტნიორების განცხადებაში იკვეთება, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის ყველა დასავლური კარის დაკეტვას

ბატონი ბორელის და სხვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებაში იკვეთება ერთი ნათელი მესიჯი, რომ ივანიშვილის და მისი ბანდის დარჩენა ხელისუფლებაში ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, უდრის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ყველა დასავლური კარის დაკეტვას, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება. ირაკლი ფავლენიშვილის […]

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დასასწრებად ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი […]

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დასასწრებად ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი […]

საქართველოში „სოციალური” ჩინური ბანკის შემოსვლაზე ინფორმაციას ჭაო ჩუანი არ ადასტურებს

საქართველოში „სოციალური” ჩინური ბანკის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს არ აქვს, – ამის შესახებ ინფორმციას bm.ge ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინურმა კორპორაციამ, China Communications Construction Company-მ გაიმარჯვა, ქვეყანაში გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში შემოსვლას ახალი ჩინური ბანკი გეგმავდა, რომელიც ე.წ. „სოციალურ მოდელს” […]