ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ულოცავს. „ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც“, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს.
ქვეყნების რეიტინგი, რომლებმაც ტურიზმზე ყველაზე მეტი დახარჯეს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას ახალი რეიტინგი აქვს. მათ გამოთვალეს რომელმა ქვეყნებმა დახარჯეს ყველაზე მეტი ტურიზმზე 2023 წელს. პირველ ადგილზე ჩინეთია, მეორეზე კი აშშ. ჩინეთს აქვს ყველაზე დიდი ტურისტული ხარჯები. საერთაშორისო მოგზაურობისთვის საზღვრების გახსნის შემდეგ, ქვეყანამ გასულ წელს 183 მილიარდი ევრო დახარჯა. მან გადაუსწრო შეერთებულ შტატებს, რომელიც ადრე პირველ ადგილს იკავებდა. 2023 წელს მათ ტურიზმზე 114 […]
არმაზ ახვლედიანი – ოპოზიცია ვალდებულია გადავიდეს მოქმედებაზე – ამისთვის მზაობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მაინც იმედიანად ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის გამოუყენებელი რესურსები

რამდენი დეკლარაციაც არ უნდა შედგეს ან ქარტია, ოპოზიცია ვალდებულია გადავიდეს მოქმედებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ერთობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა. ახვლედიანი მოუწოდებს ოპოზიციას, ამაღლდნენ საკუთარ ამბიციებზე მაღლა და მარტო დეკლარაციებზე ხელისმოწერით ნუ ჩათვლიან, რომ საქმე დასრულებულია. „არც კი ვიკითხავ, ისე ვუჭერ მხარს წინასაარჩევნოდ ნებისმიერ გაერთიანებას, მათ შორის ამ დეკლარაციის […]
ვენეციის კომისია ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს და რეკომენდაციას გასცემს, არ გააგრძელონ მისი მიღება

ვენეციის კომისია “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტებისა და ძლიერი პოლიტიკური დაძაბულობების პერიოდში მოხდა. “უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კონსტიტუციის შევსებას და ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხება, დაწყებულია […]
კიევს ნატოს სამიტზე “მტკიცე” გადაწყვეტილების ხილვა სურს

უკრაინას სურს იხილოს “მტკიცე” გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ნატოს სამიტზე. საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” საუბრისას, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ კიევის მიზანია, დაწინაურდეს სტრატეგიული მინზისკენ, შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. ნატოს საიუბილეო, 75-ე სამიტს აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი, 9-12 ივლისს უმასპინძლებს. იჰორ ჟოვკვა ამბობს, რომ კიევის სურვილია, სამიტი კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდეს. “ვფიქრობ, ეს სამიტი იმსახურებს მტკიცე […]
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით – მიმდინარეობს ზარალის აღწერა

ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, – ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შედეგად დაზიანდა ალავერდის როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე […]
ურზულა ფონ დერ ლაიენი კვლავ უხელმძღვანელებს ევროკომისიას

გერმანელი პოლიტიკოსის, ურზულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ახალი ვადით დაამტკიცეს. ამის შესახებ გამოცემა Politico ევროკავშირის ხელმძღვანელობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს, რომელიც ჟოზეპ ბორელს შეცვლის. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი იქნება პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიუ კოშტა. მანამდე ეს პოსტი ბელგიელ პოლიტიკოს, […]
შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის მოსაზრება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი, რეკომენდაცია კი ცესკოს კრიზისში შეყვანის რეცეპტია

სამწუხაროდ, გვაქვს აღქმა, რომ რეკომენდაციები უფრო მეტად პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ეფუძნება, ვიდრე სამართლებრივ მოსაზრებებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს და საპასუხო წერილის ტექსტს აქვეყნებს, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ მისწერა. “დღეს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება ცესკოს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური […]
სანდუ ამბობს, რომ მოლდოვის მომავალი ევროპულ ოჯახშია

მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ მიესალმა ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მომავალი ევროპულ ოჯახშია. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანება 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე მოითხოვა. ოქტომბერში მოლდოვა რეფერენდუმს გამართავს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. ”ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ”, – დაწერა სანდუმ X-ზე. 25 ივნისს, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებები დაიწყო. […]
ასანჟი ჯაშუშობის ბრალდებას აღიარებს და თავისუფლებას მოიპოვებს

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ოთხშაბათს აღიარებს ბრალს შეერთებული შტატების ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაში. ეს შეთანხმების ნაწილია, რომელიც გაათავისუფლებს მას 14-წლიანი ბრიტანული სამართლებრივი ოდისეის შემდეგ და საშუალებას მისცემს სახლში, ავსტრალიაში დაბრუნდეს. 52 წლის ასანჟი დათანხმდა დანაშაულის აღიარებას ერთი დანაშაულის ჩადენაში – ამერიკის ეროვნული თავდაცვის საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებისა და გამჟღავნების შეთქმულებაში,- ნათქვამია ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების ამერიკის საოლქო […]