ვენეციის კომისია გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

ვენეციის კომისია ორ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება. ვენეციის კომისიის შეფასებები ვებგვერზე 24 ივნისს გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია გენდერული კვოტების გაუქმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ მოსაზრებაში „ძალიან შეშფოთებულია“, რომ შესწორებები მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე, ასევე, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის, სამოქალაქო […]
“რეკომენდაციაა, არ გააგრძელოთ მიღება” – ვენეციის კომისია ჰომოფობიურ კანონპროექტს აკრიტიკებს

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს. მოსაზრების თანახმად, ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, დღის წესრიგში დადგა იმ პერიოდში, როდესაც იყო ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტი, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობა. მოსაზრებაში ასევე მწუხარებაა გამოთქმული, რომ ცვლილებები დღის წესრიგში დადგა მით უმეტეს იმ […]
უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 მოქალაქე დაიბრუნა

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 90 უკრაინელი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. ტყვეების გაცვლაში რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა. ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულები არიან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები, სამხედრო მოსამსახურეები და მესაზღვრეები. “ჩვენ რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანი გვახსოვს. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გავათავისუფლოთ თითოეული მათგანი. ჩვენ ვეძებთ ინფორმაციას ყველა […]
ათასობით საუკეთესო უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის – უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად. „ათასობით საუკეთესო უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის. ქედს ვიხრი დაღუპული უკრაინელი გმირების ხსოვნის წინაშე. მადლიერების ნიშნად ქედს ვიხრით უკრაინელი სამხედროების წინაშე, რომ ეს დღე შესაძლებელი გახადეს, რომ უკრაინას საშუალება მისცეს დაეწყო [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკების პროცესი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს ევროკავშირში წევრობამდე. ჩვენ […]
„ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ!“ – რას წერს შალვა ნათელაშვილი

„ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ!“ – რას წერს შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პორტუგალიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ, სოციალურ ქსელში წერს: „ხვიჩა კვარაცხელიას უახლოეს გარემოცვას მოვუწოდებ დაანებონ ქოცობას თავი და ნუ ჩაითრევენ ამ წუმპეში ამომავალ ვარსკვლავსაც. თვითონ ხვიჩას კი მოვუწოდებ პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს იმაზე ტრამვის შემთხვევაში ვინ […]
მაჰაჩყალაში კვლავ იყო სროლა – ტელეგრამის არხები

დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში 35 ივნისის საღამოს კიდევ ჰქონდა ადგილი სროლებს. ტელეგრამის არხების “შოტის”, “მაშასა” და “ბაზის” თანახმად, ქალაქში გამოცხადდა გეგმა “შეპყრობა”. სამართალდამცველები ორ შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ, რომლებმაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს. 23 ივნისს მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგი თავდასხმების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. დერბენტის საავადმყოფოს ცნობით, რეანიმაციაში ხუთი […]
26 ივნისს მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო 26 ივნისს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ძალიან ძლიერი წვიმა და ძალიან ძლიერი ქალია მოსალოდნელი. “26 ივნისს აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დღისით აღმოსავლეთ […]
„არჩევნებამდე ისეთი რამ არ უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ აქ შეიქმნას განცდა, აი, ქრისტიანობას, ვაჟკაცობასა და კაი ბიჭობას გვართმევენო“ – გედევან ფოფხაძე

„არჩევნებამდე ისეთი რამ არ უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ აქ შეიქმნას განცდა, აი, ქრისტიანობას, ვაჟკაცობასა და კაი ბიჭობას გვართმევენო“ – გედევან ფოფხაძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პარტია „ახალის“ წარმომადგენელი, გედევან ფოფხაძე: – ბოლო დღეებია დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით, კვლავ კრიტიკა წამოვიდა. არჩევნებამდე, ამერიკის ან ევროკავშირის მხრიდან, იმაზე უფრო მკაცრ სანქციებს ელოდებით, რაც უკვე დაუწესეს? – არა […]
ფოთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს

ენმ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრის მინები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით ხომერიკის განცხადებით, ფანჯარას აქვს ორმაგი შუშა და რამდენჯერმე ძლიერად არის ნასროლი მძიმე საგანი. “ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერებია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ […]
სტარტაპი ProcureMed-ი კლინიკებს სამედიცინო პროდუქციის ღირებულების ანალიზს შესთავაზებს

სტარტაპი ProcureMed-ის ფარგლებში, შეიქმნება პროგრამა, სადაც მოხდება სამედიცინო პროდუქციის ფასისა და ხარისხის შედარება და შემდეგ საუკეთესო ვარიანტის კლინიკებისთვის შეთავაზება, – ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ნინო ვენჯელაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისი თქმით, პროგრამა ღირებულების და ხარისხის გარდა კლინიკის საჭიროებების ანალიზსაც მოახდენს. როგორც ნინო ვენჯელაშვილი აღნიშნავს, მსგავსი პროდუქტი ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, დაინტერესება იქნება. „სამედიცინო პროდუქცია მოიცავს […]