შსს: ნარკოდანაშაულის ფაქტზე 24 პირი დავაკავეთ, მათგან 11 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. “სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი […]

ვიქტორ ორბანი ემანუელ მაკრონს შეხვდება

დღეს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პარიზს ეწვევა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Europe 1 ავრცელებს. შეხვედრაზე ვიქტორ ორბანი და ემანუელ მაკრონი ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მიზნებს განიხილავენ, რომელიც 1-ელი ივლისიდან დაიწყება. ასევე, მოსალოდნელია, რომ მხარეები უკრაინისა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის […]

ოპოზიციის ბოიკოტი ემსახურება იმას, რომ რამენაირად თავიანთი პოზიცია არ დააფიქსირონ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე

მმართველ გუნდში ოპოზიციის ბოიკოტს საბოტაჟს უწოდებენ. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ მათი ოპონენტები ბოიკოტის გზით, გარკვეულ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავის არიდებას ცდილობენ. „მარგინალური ოპოზიცია რომ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმშია და ამას ხან ბოიკოტს არქმევს, ხან მივლინებას და ხან მოგზაურობას საქართველოს გარშემო, ეს არახალია. ადამიანები, რომლებიც 7-8 თვის განმავალობაში პარლამენტში არ შემოდიოდნენ, შემდეგ შემობრძანდნენ და არაფრით არიან დაკავებულები […]

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავენ

ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტი ქართველი ხალხის დაკვეთაა. ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებს. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე კი მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კანონპროექტები ოპონენტებისთვის პრობლემური თემაა. „ოპოზიციური სპექტრისთვის ეს პრობლემური თემაა, განსაკუთრებით გარკვეული საერთაშორისო ფორუმების ფორმატში […]

5 თვეში საქართველოში 471 ტონა ნაყინი შემოვიდა – 3 წელში იმპორტი 40%-ითაა გაზრდილი

2024 წლის 5 თვეში საქართველოში $2.7 მლნ-ის 471 ტონა ნაყინი (ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე) შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. მას მოსდევს უკრაინა, საფრანგეთი, პოლონეთი, სომხეთი, რუსეთი, ლიეტუვა გაერთიანებული სამეფო, ბელარუსი, ლატვია გერმანია, ესპანეთი, ისრაელი. TOP 5 იმპორტიორი ქვეყნიდან შემოტანილი ნაყინის რაოდენობა დოლარში შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი – $874 00-ის […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბუთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს პორტუგალიასთან გამართავს. შეხვედრა გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის მოგების შემთხვევაში საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გავა. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.

დღეს წმიდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეა

წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო […]

რუსეთი ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტ ევროპულ მედიასაშუალებაზე წვდომას შეზღუდავს

რამდენიმე რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების ევროკავშირში აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტ ევროპულ მედიასაშუალებაზე წვდომას შეზღუდავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. შეზღუდვები შეეხება Der Spiegel-ს, El Pais-ს, Politico-ს და სხვა ცნობილ გამოცემებს. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის მონასტრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის მონასტრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ეცნობიან შექმნილ მდგომარეობას. სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი […]