თუშეთის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

თუშეთის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა და პირველ ვიზიტორებს ელის. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ,,უკვე შეგიძლიათ ესტუმროთ ვიზიტორთა ცენტრს ომალოში, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და გაეშუროთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით, გამორჩეული ტრადიციების, მითებისა და ლანდშაფტების აღმოსაჩენად”,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
39.839 მლნ ლარი ხუთ თვეში – რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან
2024 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 39 839 589 ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.4 მლნ ლარზე მეტია. 2023 წელს ბიუჯეტში 37 420 072 ლარის აკუმულირება მოხდა – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე). ამასთან, ზრდაა წლიურ მაჩვენებლებშიც. კერძოდ, ხაზინის ინფორმაციით, ბიუჯეტმა სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 141 171 […]
„გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ“ — ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი შეისწავლა, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვაზე აპელირებით ლგბტქი+ ადამიანების უფლებებს ლახავს. დოკუმენტში, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მაღალი მგრძნობელობის საკითხს ეხება და განგრძობადი მასობრივი პროტესტის პერიოდში იქნა დაინიციირებული, როცა საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაძაბულობა მაღალ ნიშნულზეა. კომისია […]
ნატომ მომავალ გენერალურ მდივნად მარკ რუტე აირჩია

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშვნის შესახებ. ამ პოსტზე ის ნორვეგიელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის, რომელიც 10 წელია გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს და ოთხჯერ გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება. 57 წლის მარკ რუტე 2010 წლიდან არის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ის […]
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, ერთ მოწმეს დაკითხავენ, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ისაუბრებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა […]
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით პროექტი როგორც თეორიულ, […]
TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისი USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებულ, ტექნოლოგიურ კურსებზე რეგისტრაციები გრძელდება! შემოგვიერთდი ტექნოლოგიების სამყაროში და ისწავლე სრული დაფინანსებით, გაიარე რეგისტრაცია 7 ივლისის ჩათვლით შემდეგ მიმართულებებზე: · iOS Development Bootcamp · React Accelerator · Intro to Python · Advanced Python (Django) ეს ის პროგრამებია, […]
მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, – ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. „ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, – ნათქვამია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმა […]
თინა ბოკუჩავა – ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე

ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე – ივანიშვილი ცდილობს, დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციები, როგორიც არის ვენეციის კომისია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის მცდელობა პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო […]
გია ცაგარეიშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გია ცაგარეიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ცაგარეიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საკითხს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გია ცაგარეიშვილს მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ცნობისთვის, გია ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 20 ივნისს […]