თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს, მათ შორის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განსაკუთრებით როცა საუბარია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო დააშოროს ევროკავშირს, მათ შორის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განსაკუთრებით როცა საუბარია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. აქუბარდიას თქმით, ცესკოს მიერ ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღება და ოპოზიციური წევრების გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამორიცხვა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიის შეფასებითაც კითხვის ნიშნებს აჩენს თავად ცესკოს ნდობასთან დაკავშირებით. დეპუტატის […]

დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – „გეოპოლიტიკური რისკები და ენერგეტიკული უსაფრთხოება – საქართველოს პერსპექტივა“. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება. აღნიშნული მოიცავს ენერგომომარაგების […]

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს, – ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს. „ვულოცავთ ალენ ბერსეს, რომელიც ახლახან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩიეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE). ალან ბერსე მოვალეობის შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება. შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ალენ ბერსე აღნიშნულ თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს შეცვლის.

27 ივნისს საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2024 წლის 27 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები. […]

TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისი USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებულ, ტექნოლოგიურ კურსებზე რეგისტრაციები გრძელდება! შემოგვიერთდი ტექნოლოგიების სამყაროში და ისწავლე სრული დაფინანსებით, გაიარე რეგისტრაცია 7 ივლისის ჩათვლით შემდეგ მიმართულებებზე:

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ხვალ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. „საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან […]

თინა ბოკუჩავა – მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ერთობა შედგეს

პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ მიესალმა ერთიანობის დეკლარაციას და როგორც მან აღნიშნა, მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას ამ არჩევნებზე – საქართველო ან გადარჩება ან გაქრება თქვა მან და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ივანიშვილის პირობებში ვხედავთ, რომ საქართველო კარგავს ევროატლანტიკურ კურსს, რაც ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა […]

შვეიცარიაში აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღება გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინიციირებული პროექტის ფარგლებში, ფილმის -„ცნობილი აფხაზების უცნობი ამბები“ გადაღება მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი აფხაზების შესახებ ფილმის გადაღება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია წლის ბოლოს […]

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალავერდში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ

ძლიერი ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი, – ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილთან, ახმეტის […]

მაისში, სესხების წლიური ზრდა გასულ პერიოდთან შედარებით დაჩქარდა და 19% შეადგინა – სებ-ი

სებ-ი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს, სადაც ნაქვამია, რომ მაისში, სესხების წლიური ზრდა გასულ პერიოდთან შედარებით დაჩქარდა და 19% შეადგინა. „საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის მაისის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. 2024 წლის მაისში, სესხების წლიური ზრდა გასულ პერიოდთან შედარებით დაჩქარდა და გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, […]