ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, დამატებით კიდევ 30 მილიონი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა“. „ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს […]
ირაკლი ზარქუა – დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები

დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები – რეკომენდაციის ფასი ნულია, არ იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან ვენეციის კომისიის ექსპერტებს მიმართა, რომ „ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ჩანაწერი“ მიუღებელია. „დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. ვენეციის კომისიის […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული. „სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, წიწვოვანი […]
ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რაიონებში საინჟინრო ჯარებს გაგზავნის

ჩრდილოეთ კორეა უკრაინის დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში სამხედრო სამშენებლო საინჟინრო ჯარებს გაგზავნის, – ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი“ (ISW) წერს. მანამდე, ფხენიანის აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეულმა ტელეკომპანია TV Chosun-მა, სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელა. ISW-ისა და TV Chosun-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარები ივლისში უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში გაემგზავრებიან და დონეცკის […]
2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დაიკეტება

2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის დაიკეტება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის “ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო” სამუშაოების ფაზაში. “გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები, გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, […]
საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა – ივანიშვილმა გუნდს 30 მილიონი უნდა გადაუხადოს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. ამისთვის, გუნდს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ 30 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს. აპრილში, ფონდი ქართუ ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარის გადაცემას დაჰპირდა. ” საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, […]
საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში – კახა კალაძე

აბა რა, აბა რა, საქართველო იმარჯვებს და წერს ახალ ფურცელს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! ვულოცავ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შრომას, ბრძოლას, ძალისხმევას, ერთობას მივყავართ დიდ გამარჯვებამდე! მადლობა ჩვენს ბიჭებს ამ ბედნიერი წუთებისთვის! მადლობა ქართველ გულშემატკივარს გამორჩეული ქომაგობისთვის! ჩვენ ვართ საქართველო!“ – წერს […]
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „ქართუსგან“ 30 მლნ ლარი უნდა მიიღოს

ფონდმა „ქართუმ“ მიმდინარე წლის 23 აპრილს გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფონდი 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამას გარდა, ფონდის ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს. „საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვე-ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით […]
“დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში” – PACE-მ რეზოლუცია მოამზადა

“დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა რეზოლუცია მოამზადეს, რომელსაც დღევანდელ დებატებზე განიხილავენ. დოკუმენტის პროექტი ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო გამოთქმულია შეშფოთება, რაც ავტორთა შეფასებით, კითხვებს აჩენს ქვეყნის ვალდებულებებზე საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. რეზოლუციის პროექტის თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება შეუსაბამოა ევროპის დემოკრატიულ […]
EU-ის წარმომადგენლობა: საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ ქართული ოცნება ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება”. “დღეს, ევროკავშირს და საქართველო შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ […]