რუსული კანონი არაა იზოლირებული მოვლენა | PACE-ის რეზოლუცია დემოკრატიის უკუსვლაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 66 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ. რეზოლუციის კენჭისყრამდე გაიმართა მომხსენებლების კლოდ კერნის (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, საფრანგეთი) და ედით ესტრელას (სოციალისტები, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი, პორტუგალია) ანგარიშის განხილვა და დებატები საქართველოზე. რეზოლუციით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც აჩენს […]

“რონალდუს დაცინვას როგორ უბედავთო – დაბადებით უსიხარულო ბოღმებმა თავები წამოყვეს…” – ქეთევან ენუქიძე

‘შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე: რონალდუს დაცინვას როგორ უბედავთო – დაბადებით უსიხარულო ბოღმებმა თავები წამოყვეს… ეს არაა დაცინვა… ყველამ ვიცით, რომ კონტინენტზე მას არ ჰყავს ბადალი – წააგებს თუ მოიგებს, მას უდიდესი ისტორია აქვს დაწერილი და მსოფლიოს სუპერვარსკვლავთა ისტორიულ ათეულში ნამდვილად არის… ეს ჩვენი გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის ცოტა მრუდე, მაგრამ გულწრფელი და სახალისო გამოვლინებაა… ძალიანაც […]

პარლამენტმა “საზმაუს” სამეურვეო საბჭოს სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სამი წევრი აირჩია. “ოცნების” დეპუტატებმა იზაბელა ოსიპოვას, სოსო სტურუასა და გიორგი იაკობაშვილის კანდიდატურები დაამტკიცეს. იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურა სახალხო დამცველის კვოტით იყო წარდგენილი, სოსო სტურუა აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით, ხოლო გიორგი იაკობაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი 20 მაისს გამოცხადდა.

“სამწუხაროდ, ეს ერთადერთი კარგი ამბავია საქართველოდან” – გონჩარენკო

ევროსაბჭოში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ, თქვა: “უპირველეს ყოვლისა მინდა მოვულოცო საქართველოს ეს წარმატება ევრო 2024-ზე. საქართველოს ფეხბურთი არის ბრწყინვალე, მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი კარგი ამბავია საქართველოდან დღეისთვის, რადგან იმას რასაც ჩვენ ვუყურებთ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ჩვენ საკუთარი თვალით ვუყურებთ საქართველოს ბელარუსიზაციას. რუსი ოლიგარქი ივანიშვილი პირდაპირ ამართლებს პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, […]

შვაბე: ნათელი იყო, რომ საქართველო ევროპისკენ მიდიოდა, არ ვიცი, რატომ ტოვებს ახლა ამ გზას

საქართველო 1999 წლიდან არის ამ ორგანიზაციის წევრი და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, გვიწევდა ბევრი საკითხის განხილვა, ნათელი იყო, რომ საქართველო მიდიოდა პირდაპირი გზით ევროპისკენ ჩვენი ღირებულებების პატივისცემით, არ ვიცი, რატომ ტოვებს საქართველო ახლა ამ გზას. საპარლამენტო ასამბლეა, ევროპული საბჭო ღირებულებების დამცველი გახლავთ და ამიტომ ვუგზავნით ჩვენ სიგნალს საქართველოს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს […]

3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული. „სახერხი საამქროს ტერიტორიაზე […]

„ჩვენი ინფორმაციით, TEMU-ს საქართველოში გაშვებიდან ერთ თვეში 20 000 გზავნილი იყო“ – ასოციაცია

„ჩვენი ინფორმაციით, TEMU-ს საქართველოში გაშვებიდან ერთ თვეში 20 000 გზავნილი იყო“ – ასოციაცია საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა TEMU-მ მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე თვეში ქართველი მომხმარებლის ყურადღებაც მიიპყრო. მარტივი ბიზნეს მოდელი, რომელიც ჩინეთიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში ამანათის სახლამდე მიტანას გულისხმობს, ქართველებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. თუმცა იაფი სერვისი ადგილობრივ ბიზნესს ძვირი დაუჯდა. უპრეცედენტოდ მაღალ მოთხოვნას […]

ესპანეთის მწვრთნელი – მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო საქართველოს ნაკრების მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა – მოგვიწევს, მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ

მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის {საქართველოს ნაკრების} მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, – ამის შესახებ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. „მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, […]

დავით უსუფაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია – კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა, იმიტომ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის

„ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია. კარგი ისაა, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა იმიტომ, რომ ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა, აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, მმართველმა პარტიამ ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობების გაფუჭება ყველგან მოახერხა, ეს ცუდია. კარგი […]

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას – თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში

თუ რამის თავი გაქვთ და პრემიერ-მინისტრთან დებატები შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტში და აქ დაუმტკიცეთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ ძლიერი პოლიტიკოსები ხართ – სხვა შემთხვევაში, მშრალი ანგარიშით იქნებით წაგებული, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას. მისი თქმით, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რადიკალური ოპოზიცია დიდგულზე ტელეკამერების წინ არის, სინამდვილეში კი სხდომებს ვერ ესწრებიან. “თუ რამის თავი […]