ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა – აუცილებელია ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი ტურნირი და ამ მიდგომამ გაზარდა წარმატებული სპორტსმენების რიცხვი

ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვა – აუცილებელია ჩატარდეს, რაც შეიძლება მეტი ტურნირი და ამ მიდგომამ გაზარდა წარმატებული სპორტსმენების რიცხვი დღეს საქართველოში ადამიანებმა აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებით გაიღვიძეს. დარწმუნებული ვარ, ისინი ნებისმიერ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ, ჩათვლიან საჭიროდ, გაათმაგებული ენერგიით იშრომონ და ისეთივე დიდი გამარჯვებები მოუტანონ თავიანთ ქვეყანას, როგორც ჩვენმა ნაკრებმა მოუტანა, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის […]

ამერიკელები დებატების მოლოდინში – ყურადღების ცენტრში კანდიდატთა ასაკია

ისტორიაში პირველად, დღეს საპრეზიდენტო დებატებზე ერთმანეთს ამერიკის ორი ყველაზე მხცოვანი კანდიდატი დაუპირისპირდება: 81 წლის დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 78 წლის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. ეს ამერიკელებისთვის იშვიათი შესაძლებლობა იქნება, 4 წლის წინ გამართული არჩევნების შემდეგ, ორი წამყვანი კანდიდატი ერთმანეთის გვერდით იხილოს. დებატები კიდევ ერთი ნიშნითაა ისტორიული: ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები […]

IT ბიზნესების 20%, რომელსაც საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსი აქვს, უკრაინიდანაა – ასოციაცია

ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერესის მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, განსაკუთრებით IT სექტორთან დაკავშირებული ბიზნესებიდან. ეს ინტერესი გამოიხატება იმ ქვეყნების მრავალფეროვნებაში, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, საქართველოში დაარეგისტრირონ კომპანიები ან გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი. ასოციაციის 2023 წლის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსით დაინტერესებული ქვეყნების ჩამონათვალში პროცენტული განაწილებით სათავეში უკრაინაა, სადაც […]

ესპანეთი-საქართველოს მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება

გერმანიის ქალაქ კიოლნში გასამართი ევრო 2024-ის მერვედფინალური მატჩის, ესპანეთი-საქართველოს ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 30 ევროდან 200 ევრომდე მერყეობს. ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი. ფედერაცია ბილეთის შეძენის ინსტრუქციასაც აქვეყნებს: „პორტალზე შესასვლელად საჭიროა […]

ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული კავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად ხელი მოაწერა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება კიევს რამდენიმე წლით აძლევს იარაღის მიწოდებისა და უსაფრთხოების სფეროში სხვა სახის დახმარების გარანტიას. შეხვედრაზე ასევე ესტონეთთან და ლიეტუვასთან მოეწერა ხელი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს. დღეისთვის უკრაინამ უსაფრთხოების გარანატიების თაობაზე შეთანხმებებს მიაღწია 16 […]

ორი კოზირი ესპანეთთან – ქართველების საბრძოლო ტრანსი – გიორგი თავდგირიძე

მე, მაინც, ჩემ აზრზე ვრჩები, არ გვიხდება ეს მთავრობა. გამარჯვების გზაზე შემდგარ ერს, უზარმაზარი ახალგაზრდული ენერგიით ბებერ ევროპაში გალაღებულს, ნაფტალინის სურნელით გაჯერებული უღიმღამო “ლიდერშიპი” не комильфо ( comme il faut ფრანგები იტყოდნენ ძველად, არისტოკრატიულ, სალონურ შეხვედრების დროს, შეუსაბამო რამეზე). ესპანეთთან შანსი გვაქვს. გენეტიკურად ქართველებს ბრძოლაში ორი რამე მოგვდგამს, დისციპლინა და საბრძოლო ტრანსში შესვლა. ორივე გვაკლდა […]

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დღეს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტზე, სახელწოდებით „უსაფრთხოების საერთო ვალდებულებები ევროკავშირსა და უკრაინას შორის“ ხელმოწერას, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი […]

Reuters – ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მყოფ მოსახლეობას აიძულებენ დასახლება დატოვონ და სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში გადავიდნენ

ახლა აღმოსავლეთში დაპირისპირება გრძელდება. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზას ტანკებით შეუტიეს. გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქში მყოფ მოსახლეობას აიძულებენ დასახლება დატოვონ და სექტორის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის ლტოლვილთა ბანაკში გადავიდნენ. ადგილობრივების მტკიცებით, ქალაქ ღაზის გარეუბნებზე დრონებით თავდასხმა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პალესტინის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, თავდასხმებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ისრაელის […]

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცნობით, უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხეს და პლეიოფში გავიდნენ.

ჰელსინკის კომისია პორტუგალიასთან გამარჯვებაზე: საქართველოს ადგილი ევროპაშია

აშშ-ს ჰელსინკის კომისია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე პორტუგალიის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა: “ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას ევროპაზე დღევანდელ ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მისი მოსახლეობა ძლევამოსილია და რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს გაუმარჯოს!” – წერს ჰელსინკის კომისია X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.