თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული – უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ გამოქვეყნდება პირველ ივლისს, საჯარო სამსახურის ვაკანსიების ვებგვერდზე – hr.gov.ge. „თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია უსაფრთხოების საქალაქო სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის […]

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 8 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 8 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე განხორციელდება: აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ; თორის ქუჩის N120-ის მიმდებარედ; რუსთაველის ქუჩის N107-ის მიმდებარედ; ნიკოლაძის ქუჩის N19-ის მიმდებარედ; ხორავას ქუჩის მიმდებარედ; პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ; მესხეთის ქუჩა N31-ის მიმდებარედ; სოფელი ტიმოთესუბანი. 8 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. […]

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3 %-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. „სტატისტიკის“ თანახმადვე, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, […]

„თეატრალური იმერეთი – 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი – 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა საუკეთესო სპექტაკლისთვის – “აზნაურები“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ. ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა და ლიეტუვას თეატრები. იმერეთის […]

მერია გეგმავს, საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობა დაუშვას

თბილისის მერია ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება “სხვა ქვეყნების მაგალითზე” მიიღეს. “სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. გვყავს საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც სწორ დაგეგმარებაში გვეხმარებიან, როგორ უნდა მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და […]

მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 9.2 %-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3%-ით განისაზღვრა. 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და […]

მერია: ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

თბილისის მერიის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმართულებით იმოძრავებენ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები. “N175 საჯარო სკოლის მიმართულებით […]

13 წლის მოზარდის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 28 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის მოზარდს ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუვრცელა. დაზარალებულსა და ბრალდებულს კომუნიკაცია სოციალური ქსელის, Facebook-ის, საშუალებით ჰქონდათ, მანამდე კი ერთმანეთი Tiktok-ზე გაიცნეს. „[ვიდეოზარით საუბრის დროს] ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. სქრინების გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა […]

„გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ მეტროში ვაგონები, გამოცხადდა ბაზრის კვლევა“ – კახა კალაძე

97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით ბაზრის კვლევა გამოცხადდა. ამისთვის ბიუჯეტიდან პირველადი შეფასებით 200 მლნ ევრო იქნება გამოყოფილი ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბაზრის კვლევა გუშინ გამოცხადდა და დაინტერესებული კომპანიებს წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. კალაძის განცხადებით, ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია და […]

წყალი შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ზოგიერთ ქუჩას წყალი შეწყვეტილი აქვს. gwp აღდგენის დროს ასახელებს: წინანდლის ქ. N 9-თან ქსელზე დაზიანებაა. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 28/06/2024 04:00-მდე. წინანდლის N9, N11 . საბურთალო, დიდი დიღომი, 4 მკ-რ (ბენდუქ,.) N 28 თან, წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/27/2024 19:30 დან […]