ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ თუ ვინ დაიკავებს წამყვან თანამდებობებს

27 ივნისს გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე შეთანხმდნენ თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების გადაწყვეტილებით თანამდებობები ასე განაწილდა: · ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება · ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოშტა იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე შარლ მიშელს ჩაანაცვლებს · ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების […]

საგამოძიებო: კაცი 13 წლის გოგოს ონლაინ გაშიშვლებას აიძულებდა, შემდეგ ფოტოები გაუვრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოდ უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 28 წლის კაცი დააკავა. საგამოძიებოს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებული Tiktok-ზე გაიცნო, მათ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდათ სოციალური ქსელების ვიდეოზარებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ამის შემდეგ, არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული Screen-ებს იღებდა, რის შემდეგაც, […]

კვარიათში, ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ

კვარიათში, ზღვაში მაშველები ორ ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები გუშინ დღის მონაკვეთიდან დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ღამის განმავლობაში ადგილზე მონიტორინგი მიმდინარეობდა და მაშველებმა სამძებრო სამუშაოები დილიდან განაახლეს.

მერია 97 ერთეული თანამედროვე სტანდარტების მეტროს ვაგონის შესყიდვას გეგმავს

97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, დაინტერესებული კომპანიებისთვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“. „მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონების ექსპლუატაციის […]

პაკისტანში სიცხისგან 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში სიცხისგან 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოები და მორგები გადავსებულია. საავადმყოფოებში სიცხის გამო ათასობით ადამიანი მოხვდა. განსაკუთრებულად დიდი მსხვერპლია ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ კარაჩში. ქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს ავიდა, მაგრამ მაღალი ტენიანობის გამო, შეგრძნების დონეზე სიცხემ 49-50 გრადუსამდე აღწევდა. კარაჩის მორგში სხვა დღეებში ყოველდღიურად 30-დან 40 ცხედრამდე ხვდება. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში რიცხვი 95-დე გაიზარდა. […]

ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან

ევროკავშირის მხარდაჭერით, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში “ქარვასლა”, ‘’საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდებიან. კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტები დააჯილდოვებენ. […]

ვაშინგტონმა ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო მინისტრი მიიწვია – მილერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმას” უდასტურებს, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონიდან თბილისში ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა. არიან თუ არა სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონში მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი? – ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი “ამერიკის ხმას” წერს: “პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში […]

რუსეთში დრონების იერიშის შედეგად ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, ტამბოვის ოლქში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად, ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ ეგოროვის თქმით, ხანძარი კონტროლირებადია, მსხვერპლი არ არის, საჭიროების შემთხვევაში 3 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობას ევაკუაციაში დაეხმარებიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ სხვადასხვა რეგიონში 25 უკრაინული დრონი გაანადგურა, ტამბოვი ამ ჩამონათვალში არ არის. უწყების მტკიცებით, 12 უპილოტო […]

დუშეთში ორ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა, ერთი საავადმყოფოში დაიღუპა – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, მათგან ერთი მძიმე დაზიანებების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა. უწყების ცნობით, 2000 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მინიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და […]

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3 %-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. “2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო […]