ტრამპი: “ვცდილობთ დავასრულოთ საშინელი ომი” უკრაინაში

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში ომის შესაძლო დასრულების შესახებ ისაუბრებს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ორშაბათს ფლორიდაში, 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, ტრამპი რამდენჯერმე შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მან გაიმეორა თავისი სურვილი, სწრაფად დასრულდეს ომი, რომელსაც მას „საშინელი“ უწოდა და ორივე მხარის მხრიდან […]
მედია – აშშ-ში, უისკონსინის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

აშშ-ში, უისკონსინის შტატში, სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ოფიცრებმა სროლაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს. სროლა უისკონსინის შტატის ქალაქ მადისონში მდებარე სკოლაში მოხდა. „სიტუაცია მუდმივად ვითარდება, ამიტომ სამუშაო ბევრია“, – განაცხადა მადისონის პოლიციის უფროსმა, შონ ბარნსმა.
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “მედეა” საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

ბელგიაში არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “მედეა” საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. მედეა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ანსამბლ “მედეას” წარმოდგენილმა საკონკურსო ცეკვებმა “დავლური ქართული” და “მთიულური” ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ანსამბლის წევრები პირველი პრემიის მფლობელები გახდნენ. კერძოდ, ანსამბლის ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მედეა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენის ქართული კულტურის ცენტრ “კავკასიონთან” არსებულმა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლმა “მედეამ” ხელოვნების მსოფლიო […]
სურამის სატრანსპორტო კვანძი – ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სურამის სატრანსპორტო კვანძი – ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრის საშუალო ფასი 612 ლარია – PMCG

2024 წლის ნოემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 153 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში. ამავე პერიოდში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 232 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი 111 ლარი იყო. „5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ნოემბერში 443 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 612 ლარი შეადგინა, კახეთში – […]
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებაა საჭირო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმებაა საჭირო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ზელენსკი უნდა იყოს მზად გარიგებისთვის. სულ ეს არის. უნდა იყოს გარიგება. ზედმეტად ბევრ ადამიანს კლავენ და პუტინმაც უნდა დადოს გარიგება“, -თქვა ტრამპმა. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის […]
მეთიუ მილერი – დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ

დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, დღეს უფრო მკაფიოდ ვერ ისაუბრებს, თუმცა არის სხვა სანქციები. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. […]
მოვუწოდებთ 27-ივე წევრ ქვეყანას, მიაღწიონ შეთანხმებას სანქციებზე – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებულ სანქციებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა, კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა ქართველ ხალხს და განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია. „ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა, გამოდის თბილისის ქუჩებსა და მთელს ქვეყანაში და მშვიდობიანად და ენერგიულად ითხოვს ევროპულ მომავალს, აფრიალებდა ევროკავშირის დროშას, როცა წყლის ჭავლის […]
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. როგორც აქციის მონაწილემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აგრესიულად განწყობილი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ, გზად კი კიდევ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ეს ნიღბიანი ბიჭები […]
არმაზ ახვლედიანი – ბრიუსელი მიჰყვება „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ დასანქცირების, არამედ არაღიარების და იზოლაციის გზას

ეს მხოლოდ დასაწყისია, სულ მალე უნდა ველოდოთ ფინანსურ სანქციებს, რაც პირველ სანქციებზე გაცილებით უფრო მძიმე და მტკივნეული იქნება დასანქცირებული პირებისთვის , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირში მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც “პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, დასავლეთი საზოგადოებას უწევს ანგარიშს, სრულად სოლიდარულია, მაგრამ […]