ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს

საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით – „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე […]
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 10 მლნ დოლარს გადასცემს – Reuters

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მლნ ლარს (10,7 მლნ აშშ დოლარს) გადასცემს. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა საქართველოს ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლის შემდეგ მიიღო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. „ქართული ოცნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუნდს პორტუგალიასთან გამარჯვება მიულოცა და საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან მას ფული გამოუყო. ივანიშვილმა […]
იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 502,1 ათასი ტონა, რაც 63,3 ათასი ტონით, ანუ 14,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (438,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2024 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 251,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ დამსახურებით კანდიდატი სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება – „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა

„ქართული ოცნების“ ქმედებებიდან გამომდინარე ევროკავშირი და ევროსაბჭო სანქციების დაწესებას სერიოზულად განიხილავს. “რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა – „ქართული ოცნების„ დამსახურებით საქართველოსთან დაკავშირებით სამწუხაროდ მოპოვებული კანდიდატი სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატების შესახებ განაცხადა. მისი შეფასებით, ამერიკელი და […]
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია – პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება. დღევანდელ პლენარულ სხდომას და შესაბამისად, მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას, ესწრებიან როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრები, ისე თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები. იგეგმება თუ არა რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნა, […]
მეთიუ მილერის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია

ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია ილია დარჩიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმას“ უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა. არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი […]
ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული წახალისებაც ზრდის საქართველოს შანსს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში გამარჯვების მოსაპოვებლად. „მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს […]
ირაკლი კობახიძე – თითოეულმა ფეხბურთელმა სული და გული ჩადო ამ წარმატებისთვის, მადლობა მათ, რომ განგვაცდევინეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა, მადლობა ფედერაციას და ლევან კობიაშვილს

შეუძლებელია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით, დღევანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, რომელიც არის არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მიღწეული წარმატება მიულოცა მთელს საქართველოს და ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „მინდა […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – 2023 წლის დეკლარაციების შემოწმებით დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის შემოსავალი მიიღო – ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 15 პოლიტიკური პარტიის 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 14,856,671 ლარის ხარჯი გასწია. ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% (16,315,610 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული […]
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს. „ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, […]