პრემიერი – გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება

გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა. მისი შეფასებით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო ექსპორტირდა, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „ასევე სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გასულ წელს მსოფლიოს 106 […]
პრემიერი – 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია, გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის

2024 წელს 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის ნაწილში წყალმომარაგება. […]
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად დანიშნული ჩარტერული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები კვლავ შეძლებენ ავიაბილეთის სპეციალური, სუბსიდირებული ფასით შეძენას და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული რეისებით, 30 ივნისს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ გერმანიაში გამგზავრებას. კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ფრენები განხორციელდება თბილისი – კიოლნი – თბილისის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და 30 […]
პრემიერი – 1 ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, მიმდინარეობს 250 სკოლის, 6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი

ზუსტად ისევე, როგორც ითქმის ეკონომიკაზე, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა, ესენია: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს […]
ვახტანგ ცინცაძე – პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები გრძელდება, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 9.2% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები გრძელდება. მისი თქმით, მაისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 9.2%, ხოლო ხუთი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ს გაუტოლდა. ცინცაძის თქმით, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. „ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, ასევე სამშენებლო, დამამუშავებელი მრეწველობის და ტურიზმთან […]
ირაკლი კობახიძე – „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 500-მდე პროექტი დაფინანსდა, მათ შორის – 60-მდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა-გამოცემა, სხვა პროფესიული კონკურსები თუ ღონისძიებები

კულტურის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებდა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების, ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, […]
მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის განვითარება მნიშვნელოვანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. როგორც მან პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. „ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება. უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა და უახლოეს მომავალში დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 51% წილის დარჩება სახელმწიფოს, 49% […]
ბაზარზე უგლუტეინო პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება – ვის შეუძლია სახელმწიფო ვაუჩერის მიღება

ბაზარზე უგლუტეინო პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება – ვის შეუძლია სახელმწიფო ვაუჩერის მიღება ცელიაკიის დიაგნოზის ბავშვების სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მუშაობს და ზრდის ამ დაავადების მქონე მოზარდებისთვის სპეციალურ საკვებზე ხელმისაწვდომობას. ამის შესახებ სფეროს სპეციალისტები და საკვების რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ. გლუტენის აუტანლობა იგივე ცელიაკია სამედიცინო დიაგნოზია, რომელიც ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 1-3 პროცენტში ფიქსირდება, აქედან ერთი მესამედი ბავშვია. ცელიაკია […]
„ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მლნ მგზავრზე, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის“ – ირაკლი კობახიძე

„ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მლნ მგზავრზე, უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის“ – ირაკლი კობახიძე „ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი […]
მოგებული ტენდერები და ოცნებისთვის შეწირული მილიონები – TI–ის ანგარიში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, 15 პოლიტიკური პარტიის მიერ (პარტიები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან წლის განმავლობაში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს) წარდგენილი 2023 წლის ფინანსური დეკლარაციები შეისწავლეს. ორგანიზაციის თქმით, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები: პარტიების შემოსავლები და ხარჯები · შესწავლილმა 15-მა პარტიამ ჯამურად 26 452 373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო […]