“გვინდა რევანში… მაქვს გამოცდილება ესპანეთთან თამაშის და ვეცდები, ვერ გაიტანონ გოლი” – მამარდაშვილი

მაქვს გამოცდილება მათთან თამაშის და ვეცდები, რომ კარგად ვითამაშო და ვერ გაიტანონ გოლი. ჩვენ მებრძოლი სულის მატარებელი ხალხი ვართ და სულ ყოველთვის ვიბრძოლებთ სანამ ერთი პროცენტი მაინც იქნება დარჩენილი იმის, რომ გავიდეთ, ყოველთვის ვიბრძოლებთ და იმის გამო, რომ გავიმარჯვოთ. განწყობაზე ლაპარაკი ზედმეტია ალბათ, იმიტომ, რომ რთულ მეტოქეს ვეთამაშებით და რა თქმა უნდა, კონცენტრაციაც და მოტივაციაც […]
უკრაინაში კონსტიტუციის დღე აღნიშნეს რუსეთის არმიის იერიშების ფონზე

28 ივნისს უკრაინაში კონსტიტუციის დღე აღნიშნეს. ამასობაში მოსკოვი ზედიზედ მეორე დღეა დრონებითა და არტილერიით იერიშებს ახორციელებს უკრაინის სამხრეთის რაიონებში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამემამულეებს მიულოცა კონსტიტუციის დღე და აღნიშნა ომის დროს ეროვნული სოლიდარობის მნიშვნელობა. „კონსტიტუციის მე-17 მუხლი: უკრაინის დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და უკრაინელი ხალხის უმნიშვნელოვანესი საქმეა. მილიონობით უკრაინელი ყოველდღე ამტკიცებს ამის ერთგულებას,“ განაცხადა ზელენსკიმ. […]
ვლადიმერ პუტინი – აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის მიერ საკუთარი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განლაგება რუსეთის შეშფოთებას იწვევს და რეაგირებას საჭიროებს, ამიტომ, შესაძლოა, მოსკოვმა თავად დაიწყოს მსგავსი რაკეტების წარმოება და […]
გერმანიასა და დანიას შორის წყალქვეშა გვირაბის ნაწილი უკვე აშენდა

გერმანიასა და დანიას შორის წყალქვეშა გვირაბის ნაწილი უკვე აშენდა. დანიის მეფემ გვირაბის 217 მეტრიანი დანიური მონაკვეთი უკვე გახსნა. მთელი მარშრუტის სიგრძე 18 კმ-ია. მისი დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება. დანიის ფეჰმარნბელტის გვირაბი აკავშირებს გერმანიის კუნძულ ფეჰმარნს დანიის კუნძულ ლოლანდთან. პროექტი შეამცირებს მოგზაურობის დროს სკანდინავიასა და ცენტრალურ ევროპას შორის. მისი დასრულების შემდეგ, ბორანის 45 წუთიანი მარშრუტი, მატარებლის […]
საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა უფასო იქნება

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა პაციენტებისთვის იქნება სრულიად უფასო. „მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ჯანდაცვაში – დაიწყო B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. საქართველოს ზოგად მოსახლეობაში ქრონიკული B ჰეპატიტის მაღალი გავრცელების გათვალისწინებით, აღნიშნული […]
“ცოდვილი სისტემა უნდა გავწმინდო” – პროკურორობის ერთ–ერთი მსურველი მღვდელია

პროკურორობისთვის მებრძოლთა შორის ერთი მღვდელია. მამა ანდრია ტვ პირველთან, ამბობს: ლაზარე ვარ ოფიციალურად. სად მღვდელი, სად პროკურორი ხომ? – პროკურატურაში სხედან სისხლის სამართლის დამნაშავეები, ხოდა სისხლის სამართლის დანაშაული ცოდვაა, პირველ რიგში, ხოდა რადგან მაგათ არ მოინანიეს თავიანთი ცოდვები, უნდა მივაკითხო, რომ იქნებ მოინანიონ და ზოგი, შეიძლება წავიდეს სახლში ცოდვების მოსანანიებლად, ზოგი ციხეში. უნდა გავწმინდო პროკურატურა […]
მარნეული-თბილისის გზაზე 3 ავტომანქანის ავარიისას 7 ადამიანი დაშავდა

დღეს, 28 ივნისს, მარნეული-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტაბულას ინფორმაციით, ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.
“უკრაინა მალე ომის დამთავრების დეტალურ გეგმას წარადგენს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს: “უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ამ ომის მსხვერპლი ვართ. სამშვიდობო სამიტი გაიმართა და ახლა დეტალურად სამ მიმართულებაზე ვმუშაობთ: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეთა გაცვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს მოვაგვარებთ. სულ მცირე, დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ეს მალე მოხდება. […]
მარნეული-თბილისის გზაზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – დაშავებულია 7 პირი

მთავარი არხის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაა მარნეული-თბილისის საავტომობილო გზის კუმისის მონაკვეთზე. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს – რამდენიმე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილას სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
60–მდე გასროლა ბოლნისში და დაცხრილული მანქანა – დეტალები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლნისში, სოფელ ფოლადაურში მცხოვრებ ადალათ ჩობანოვის მანქანას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. როგორც მისმა ახლობლებმა “მთავარ არხთან” თქვეს, შეიარაღებულმა პირებმა მანქანის მიმართულებით 60-მდე გასროლა განახორციელეს, ავტომობილს 20-ზე მეტი ტყვია მოხვდა. ცნობილია, რომ მანქანის მფლობელმა შემთხვევის ადგილი უვნებლად დატოვა. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და გამოძიება დაიწყო.