გაზრდილ ხარჯებს პროდუქტი ვერ იტანს, შეიძლება, ფასებს გადავხედოთ – “გორგიას” დირექტორი

“გორგიას” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას ლოგისტიკური ხარჯები გაეზარდა. როგორც თორნიკე გურული BMG-სთან აღნიშნავს, ფასები ჯერ არ გაზრდილა, თუმცა პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელია.
საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდი დაფუძნდა – რას საქმიანობს FUTURELAB?

ბოლო წლებში, საქართველოში არაერთი საინვესტიციო ფონდი გამოჩნდა, რაც ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კაპიტალი, რომელსაც ინვესტორები სხვადასხვა კომპანიებში აბანდებენ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს. ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი ვენჩურული ფონდი დაფუძნდა, რომელმაც ვექტორად, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ამერიკის შეერთებული შტატები აირჩია. ეს ფონდი FUTURELAB-ია, რომელიც პირველი ვენჩურული ფონდია ქვეყანაში, […]
გაერო-ში ირანის მისია – ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება

ლიბანზე ისრაელის თავდასხმას გამანადგურებელი ომი მოჰყვება, – ამის შესახებ განცხადებას გაერო-ში ირანის მისია ავრცელებს. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბანზე თავდასხმის განზრახვის შესახებ სიონისტური რეჟიმის პროპაგანდას ირანი ფსიქოლოგიურ ომად მიიჩნევს, თუ იგი სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას წამოიწყებს, ამას გამანადგურებელი ომი მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში. გაერო-ში ირანის მისიის განცხადებით, ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის კონფლიქტში „წინააღმდეგობის ყველა ფრონტის სრული […]
WSJ: ვენა იქცა რუსი ჯაშუშების ბუნაგად ევროპაში

ვენა იქცა რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშობისა და ოპერატიული საქმიანობის ერთ-ერთი ცენტრად ევროპის ქვეყნებში. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის ვრცელ სგამოძიებო სტატიაში, რომელიც ეყრდნობა ანონიმ წყაროებს როგორც ავსტრიის სპეცსამსახურებიდან, ასევე დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური წრეებიდან. ვარაუდობენ, რომ ბოლო დროს სამთავრობო უწყებებში მომუშავე რუსეთის მოქალაქეების რიცხვმა ვენაში500-ს გადააჭარბა. მათი დაახლოებით ნახევარი დიპლომატი და მენეჯერია, ხოლო მეორე ნახევარი […]
რუსეთი არცერთ ძიუდოისტს არ გაგზავნის ოლიმპიადაზე

რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ გამოაცხადა, რომ რუსი ძიუდოისტები არ მიიღებენ მონაწილეობას პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, მიუხედავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ ცალკეული სპორტსმენებისთვის მიცემული ნებართვისა. „17 ძიუდოისტიდან, რომლებმაც დააგროვეს ე.წ. ოლიმპიური რეიტინგი, IOC-მა ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ოთხ მათგანს მისცა. მოცემულ ვითარებაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა არ მიიღოს დამამცირებელი პირობები და […]
კარგი ჟესტია, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ – ლოჩოშვილი ივანიშვილის 30 მილიონზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშემ, ლუკა ლოჩოშვილმა ივანიშვილის ფონდ ქართუს მიერ ნაკრებისთვის გადაცემული 30 მილიონ ლარზე თქვა, რომ ეს “კარგი ჟესტია”, მაგრამ ნაკრები არა ფულისთვის, არამედ სამშობლოსთვის თამაშობს. “არ მგონია, რომ ვინმე ახლა ფულზე ფიქრობდეს და რასაც ამბობენ და პრემიერმინისტრი ამბობს, რა თქმა უნდა, კარგი ჟესტია მათი მხრიდან, მაგრამ ფულისთვის არ ვთამაშობთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ […]
„კრემლის მიზანია კავკასია გააკონტროლოს, რომელიც რუსეთს ხელიდან ეცლება“

23 ივნისს, საქართველოს მოსაზღვრე დაღესტნის მთავარ ქალაქებში, მაჰაჩკალასა და დერბენტში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე და ებრაულ სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელებმა 16 მილიციონერი, 4 სამოქალაქო პირი და რუსი მღვდელი მოკლეს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ექვსი ტერორისტი მოკლულია, მათ შორის არის, შერეული საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავის ჰაბიბ ნურმაჰომედოვის კლუბის – Eagles MMA-ს წევრი ჰაჯიმურატ კაჰიროვი. თავდამსხმელებმა დერბენტში […]
ჩნდება ახალი პროფესია – ვის მოუწევს სავალდებულო ენერგოაუდიტის განხორციელდება?

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტში აისახა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება „ენერგოაუდიტორის“ ტერმინს. „მოქმედი კანონმდებლობით ენერგოაუდიტი გათვალისწინებული იყო და ყველა პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია 4 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს, თუმცა, ამის […]
ბოლო 5 თვეში, თბილისში ბინის იჯარის ფასი კვადრატულზე $10-ია – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, იჯარის ფასების წონასწორობის ახალი წერტილი ბოლო 5 თვის განმავლობაში კვადრატულზე 10 აშშ დოლარის ფარგლებშია. შესაბამისად, 2024 წლის მაისში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი). სამშენებლო ნებართვები 2024 წლის პირველ 5 თვეში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი […]
აიღეთ საქართველოს ბანკის Mastercard ბიზნესის ბარათი და დაიბრუნეთ 25% Optimo-ს ყოველთვიური მომსახურების გადახდისას

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ფინანსური ინსტიტუტი, პატრნიორი ბიზნესების წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის, Mastercard-ისა და Optimo-ს პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლები Optimo–ს ყოველთვიურ გადასახადზე 25%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. Optimo ქართული პროგრამაა, რომელსაც 3000-მდე მაღაზია და კვების ობიექტი იყენებს. პროგრამაში მარტივად შეძლებთ მარაგებისა და გაყიდვების მართვას, შესყიდვებს, წარმოებასა და მიმდინარე სტატისტიკაზე დაკვირვებას როგორც ლეპტოპით, […]