ბაიდენმა გააკრიტიკა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის იმუნიტეტის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს პრეზიდენტობის პერიოდში ოფიციალური ქმედებებისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაოფიციალურ ქმედებებზე იმუნიტეტი არ ვრცელდება. უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიანდო იმის დადგენა, ტრამპის რომელი მოქმედება იყო ოფიციალური და რომელი – არა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გადაავადებს პროცესს ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის […]

ნიდერლანდებმა F-16-ების უკრაინაში ექსპორტის ნებართვა გასცა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის, კაისა ოლონგრენის განცხადებით, F-16 ტიპის 24 საბრძოლო თვითმფრინავის უკრაინისთვის მიწოდების მიზნით ექსპორტის ნებართვა გაცემულია. „2023 წლის 22 დეკემბერს და 2024 წლის 5 თებერვალს პალატას ეცნობა 24 F-16-ის უკრაინისთვის მიწოდების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგარეო ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარების მინისტრის სახელით გაცნობებთ, რომ პირველი თვითმფრინავების მიწოდება მალე მოხდება. პალატას ვაცნობებთ, რომ უკრაინაში […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ივლისმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას ცის დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ივლისმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას, კერძოდ, ცის აგრესორისგან დაცვაში. „დეტალურად გავიარეთ ივლისის ყველა გეგმა და ამ თვეს შეუძლია კიდევ უფრო მეტი ძალა მოუტანოს უკრაინას, კერძოდ, ცის დაცვაში. ზუსტად ვხედავთ, რა უნდა განვახორციელოთ პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, ამერიკელ პარტნიორებთან საუბარში“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, შეხვდა კონგრესის დელეგაციას და […]

ისრაელმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთ ტერიტორიის დატოვება უბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელები გააფრთხილა, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია დატოვონ, მას შემდეგ რაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა თავდაპირველად აუდიო შეტყობინებები მიიღეს, სადაც მოუწოდებდნენ, წასულიყვნენ, შემდეგ კი ისრაელის არმიამ გაფრთხილება არაბულ ენაზე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თვითმხილველები ამბობენ, ბევრი ადამიანი უკვე ტოვებს ტერიტორიას. ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ […]

25 მილიონიანი კონტრაქტი – ბითაძის მომავალი გადაწყდა

გოგა ბითაძემ “ორლანდო მეჯიქთან” ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას სანდო ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველი სამი წლის განმავლობაში, ჯამში 25 მილიონ ევროს მიიღებს. ბითაძით დაინტერესებას არაერთი NBA-ის და ევროლიგის კლუბი გამოთქვამდა, თუმცა გოგასთვის პრიორიტეტული ვარიანტი “მეჯიქში” დარჩენა აღმოჩნდა. 24 წლის ცენტრმა გასულ სეზონში “ორლანდოს” რიგებში 62 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 15.4 […]

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპისთვის იმუნიტეტის მინიჭებაზე – სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან ნაწილობრივი იმუნიტეტის მინიჭების შესახებ „საშიში პრეცედენტი“ უწოდა. ბაიდენის შეფასებით, გადაწყვეტილება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და საშინელ ზიანს აყენებს ამერიკელებს. „ეს ერი დაარსდა იმ პრინციპით, რომ ამერიკაში მეფეები არ არსებობენ. თითოეული ჩვენგანი კანონის წინაშე თანასწორი ვართ. არავინ, არავინ დგას კანონზე მაღლა, შეერთებული შტატების […]

მედია – ვიქტორ ორბანი კიევში ჩადის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დღეს უკრაინას ეწვევა, – ინფორმაციას მედია საშუალებები სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორბანი, რომელიც უკრაინაში პირველად ჩადის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა გუშინ, ევროკავშირის თავმჯდომარეობა 6 თვით გადაიბარა. შეგახსენებთ, გასულ კვირას, ევროკავშირის მთავრობები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის, 1.4 მილიარდი ევროს, უკრაინის სასარგებლოდ […]

,,ბავშვებს ბურთის ქურდობაზე 10 წლით იჭერდა, სტადიონებს ანგრევდა, ფეხბურთელებს მანქანებს ართმევდნენ და თვითონ ითვისებდნენ“ – ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სააკაშვილის პოსტს აზიარებს და წერს: ,,ბავშვებს ბურთის ქურდობაზე 10 წლით იჭერდა, სტადიონებს ანგრევდა, ფეხბურთელებს მანქანებს ართმევდნენ და თვითონ ითვისებდნენ. დილით არჩეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საღამოს გადადგა. ახსოვს? რა ნამუსით წერს? თვითონ რა გააკეთეს გამარჯვებების ტრადიციად ქცევისთვის? ბიძინა ივანიშვილს ფული სთხოვეს სტადიონების ასაშენებლად. ბიძინამ პირველ ეტაპზე 100 მილიონ დოლარს მოგცემთ, ოღონდ ფულის […]

,, ყველაფერი ნახა და მოიგო – თანაც არაერთხელ. მაგრამ ვარჯიშობს, იბრძვის, ტირის, კამათობს – და ჩემთვის ეგ მხოლოდ ქების ღირსია” – გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუზე წერს: ,,ეგ კაცი, თქვენ რომ ჭინჭყლს და ათას რაღაცას ეძახით, ყველაზე სკეპტიკური დათვლით, ყველა დროის ათეულში შედის, ვისაც ბურთი უგორებია დედამიწაზე. და ვისაც რომ გოლი გაუტანია, ყველაზე მეტი მაგ კაცის ანგარიშზეა – არის სამი მოთამაშე წინ, მაგრამ ისინი სადაც და როდისაც ამ გოლებს იტანდნენ, იქ ეს ბარემ ორ ამდენს […]

რონალდოს გამოუყენებელი პენალტი და დოუგუ კოშტას გმირობა – პორტუგალიამ სლოვენიას თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ სლოვენია პენალტების სერიაში დაამარცხა. პორტუგალიელები ინიციატივას ფლობდნენ, პირველ ტაიმში ხუთჯერ დაარტყეს კარისკენ ბურთი (სამჯერ რონალდომ), მაგრამ სლოვენიელები თავს უნარიანად იცავდნენ და კონტრშეტევებით პასუხობდნენ. შესვენების შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პირველ ექსტრა ტაიმში პორტუგალიელი დიოგუ ჟოტა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, ვანია დრკუშიჩთან […]