რონალდო: ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა სლოვენია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს მისი ბოლო ევროპის ჩემპიონატია. “ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია. ეს ყველაფერი ჩემს ენთუზიამზე უარყოფითად არ მოქმედებს. გულშემატკივრებს გაცუდებული პენალტის გამო ბოდიშს ვუხდი, ამ მაისურისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები”, – განაცხადა რონალდომ. შეგახსენებთ, ევრო 2024-ის […]
თიბისის TechXplore ღონისძიება გაიმართება

თიბისი, USAID-თან პარტნიორობით, 3-6 ივლისს, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიებას TechXplore-ს გამართვას. TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს Cross-functional გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, პროექტის ,,TBC X USAID -ტექნოლოგიური განათლებისთვის”, 150-მდე მონაწილე. ასევე, სფეროს ტექლიდები, მენტორები და Agile ქოუჩები. ოთხი […]
ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია ურუმჩიში, გამოფენაზე „The 8th Eurasia Expo“ იყო წარმოდგენილი

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, გამოფენაზე „The 8th Eurasia Expo“ იყო წარმოდგენილი. გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომერციის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა და მასში 70 ქვეყნის 12 ათასამდე წარმომადგენელი იღებდა […]
ქართველი ნიჩბოსანი გია გაბედავა ევროპის ჩემპიონია

სლოვაკეთმა ახალგაზრდებს შორის ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა გია გაბედავამ, რომელმაც 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა. ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი პოლონელს ერგო, მესამე ადგილი კი ჩეხმა სპორტსმენმა დაიკავა.
გაიგეთ, რა გელოდებათ დღეს – პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი საინტერესო დღეა, დიდი ალბათობით, ფინანსურ და საქმიან სფეროში წარსულში გაწეული ძალისხმევა ძალიან კარგი შედეგით დასრულდება. გაჭიანურებულ სამუშაოს წერტილი დაესმევა, რითაც კმაყოფილი დარჩებით. კურო შესაძლებლობა გიჩნდებათ, პოზიტიური ცვლილებები შეიტანოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და მოახდინოთ თქვენი იდეების რეალიზება. ინფორმაციები გაფილტრეთ – ყველაფერი, რასაც გვეტყვიან, არ იქნება ზუსტი და სწორი. ტყუპები ნუ გაექცევით საკუთარ თავს, ჩაუღრმავდით, გაარკვიეთ […]
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.8101 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0114 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 1 დღე რჩება – ცენტრები აბიტურიენტების მისაღებად მზად არის

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 1 დღე რჩება – ცენტრები მზად არის აბიტურიენტების მისაღებად. პროცესი ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკით დასრულდება. ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური – ეს ის ქალაქებია სადაც საგამოცდო ცენტრები იქნება გახსნილი. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო […]
22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. როგორც მთავრობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება. „2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 ივლისს ქუთაისში +29 გრადუსი და წვიმა ელჭექით მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. წვიმიანი დღეა ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. რეისი კიოლნი-თბილისი რამდენიმე წუთის წინ დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ. საღამოს, 22:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის მთავრობის მიერ დაანონსებული ღონისძიება გაიმართება. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია […]