WSJ: ნატო უკრაინის მხარდასაჭერად ახალ ზომებს ამზადებს ტრამპის შესაძლო გამარჯვების გამო

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენ მიმართული ახალი ზომები იმ ფონზე, როცა ევროპაში ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერა იზრდება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კი შესაძლოა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს და უკრაინის სამხედრო დახმარება შეამციროს. ამის შესახებ ნატოსა და აშშ-ში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს გამოცემა Wall Street Journal-ი. ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ნატო ახალი ნაბიჯების შესახებ გამოაცხადებს […]
ჩვენ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები – ენტონი ბლინკენი

ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატავად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-მ უკვე მიიღო ზომები საქართველო ე.წ. რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ. „თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ უზარმაზარი ძვრების შესახებ რეგიონში. […]
ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობა და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება. „2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე […]
უეფამ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა

უეფამ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს. მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი გერმანია […]
გოგა ბითაძემ ორლანდო მეჯიქთან ახალი 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ “ორლანდო მეჯიქთან” ახალ 3-წლიან და 25 მილიონ დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გოგა თავისუფალი აგენტი იყო და მას ხშირად სხვადასხვა გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ ქართველი, 24 წლის კალათბურთელი ორლანდოს აღნიშნულ კონტრაქს დათანხმდა და გუნდში მინიმუმ კიდევ 3 წლით დარჩება. გოგა ბითაძემ, ვენდელ კარტერის არყოფნაში NBA-ს 2023/24 წლების სეზონში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში 33 შეხვედრაში […]
თავისუფლების მოედანზე, ფეხბურთელების დახვედრის ცერემონიის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თავისუფლების მოედანზე, 2 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. 12:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ მოედანზე არსებულ წრეზე შესვლას ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად. მძღოლები მოხვევას შეძლებენ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და გადაადგილდებიან კვლავ რუსთაველის […]
ვიქტორ ორბანი ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევში ჩავიდა

2 ივლისს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 1-ელ ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. “უნგრელი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დისკუსიებისთვის” – თქვა ორბანის პრესასთან ურთიერთობის მდივანმა ბერტალან ჰავაშიმ. გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი მშვიდობის დამყარების და უნგრულ-უკრაინულ ორმხრივი ურთიერთობის […]
უეფამ, გულშემატკივრებს შორის ჩხუბის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი, თურქეთი კი – 25 000 ევროთი დააჯარიმა

უეფამ ევროპის ჩემპიონატზე წარმოდგენილი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე 1,2 მილიონ ევროზე მეტით დააჯარიმა. მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის, დორტმუნდში სტადიონზე, მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა, თურქეთს კი 25 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა, საერთო ჯამში 20 […]
კიევში გარდაიცვალა ყაზახი ოპოზიციონერი, რომელიც გასულ თვეში დაჭრეს

ყაზახური ოპოზიციური YouTube-არხი “ბასეს” შემქმნელი, აიდოს სადიკოვი, რომელსაც გასულ თვეში ესროლეს, კიევის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოპოზიციონერის ცოლმა, ნატალია სადიკოვმა გაავრცელა. მისი თქმით, კაცის სიკვდილი ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ “თოყაევის სინდისზეა”. სადიკოვს თავს 18 ივნისს დაესხნენ. ეჭვმიტანილები ყაზახეთის მოქალაქეები, ალთაი ჟაკანბაევი და მეირამ კარატაევი არიან. გამოძიების მიხედვით, ეს უკანასკნელი ოპოზიციონერის მანქანას მიუახლოვდა მაშინ, როცა კაცი თავის ცოლთან […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა – ფეხბურთელებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. ფეხბურთელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. გულშემატკივრები სკანდირებენ: “მადლობა”, “საქართველო”. ქომაგები აეროპორტში დილიდან დროშებითა და სანაკრებო მაისურებით მივიდნენ. ცნობისთვის, დღეს, 22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები “მიხეილ მესხის სტადიონიდან” ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი თავისუფლების […]