ლევან მახაშვილი – დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, რომ მაგალითად, შეხვედრებზე ვერ წახვალ, არ არსებობს – ეს არის უფრო სიმბოლური, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი

დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად, ყველას გვაქვს ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა, რომ მაგალითად, შეხვედრებზე ვერ წახვალ, არ არსებობს – ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, […]

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტარები „საქართველოში მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების დარბევის“ შესახებ იმსჯელებენ. დებატები ადგილობრივი დროით დაახლოებით, 10:50 საათზე დაიწყება. ევროკომისიის სახელით განცხადებას დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, დუბრავკა შუიცა გააკეთებს. ასევე, პლენარულ სხდომაზე სიტყვით ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამოვლენ.

ირაკლი კობახიძე – როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო, ეროვნული ბანკი ახერხებს არსებითი ინტერვენციების გარეშე ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას

როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო. „ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი […]

ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი რესურსი გაუნულდა და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავს, ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა, დამთავრებულია ყველაფერი – finita la commedia, როგორც იტალიელები იტყვიან

800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ, დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რევოლუციის მეოთხე მცდელობა ჩაშალა. „დამთავრებულია ყველაფერია, ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ. დამთავრებულია ყველაფერი! ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა. 4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე […]

ირაკლი კობახიძე – დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცბად შეუძლია ქალად გადაკეთდეს – თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და შევცვლით ყველაფერს

დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცბად შეუძლია ქალად გადაკეთდეს – ვიღაცას, მაგალითად საჯარო მოხელეებს, აუკრძალონ ტერმინების, ქალის და კაცის გამოყენება, ეს ნორმალურია? ჯანსაღია? თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და შევცვლით ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მზადაა თუ არა ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს „უცხოური გავლენის […]

ირაკლი კობახიძე – ბიზნესის თავისუფლება სრულად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესკომპანიების განცხადებების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. “ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ, რა ხდებოდა […]

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური და შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში – პრემიერი

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, შესაბამისად, შეუძლიათ, უვიზოდ შევიდნენ ევროპის ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შესაბამისად, ეს არის სიმბოლური აქტი და არავითარი რეალური პრივილეგიების გაუქმება ამით არ ხდება. „თვითონ ევროპელებიც აღნიშნავდნენ თავიანთ კომენტარებში, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის […]

MMA-ის მებრძოლმა დიმიტრი ბოლქვაძემ ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვა

სპორტსმენმა, დიმიტრი ბოლქვაძემ, ბოლო 15 დღის განმავლობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში 2 პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა და ორივე გამარჯვებით დაასრულა. სპორტსმენს, თავის კარიერაში, სულ 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 9 ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. დიმიტრის მიზანია, უახლოეს პერიოდში ბრძოლა მსოფლიო MMA-ის ყველაზე ძლიერ ორგანიზაცია – UFC-ში გამართოს.

ირაკლი კობახიძე – ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს – არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, 29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს, მე მაინც მგონია, რომ გამოვა

ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს, თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს – არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, 29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს და მას არჩეული პრეზიდენტი ჩაანაცვლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა. კობახიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან […]

ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ მარტივ ხრიკებზე, პროვოკაციებზე წამოგებას

არა, ეს არის რაღაც მარტივი პროვოკაცია. რა თქმა უნდა, პროვოკაციის მიზანი არის ის, რომ მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ მარტივ ხრიკებზე, პროვოკაციებზე წამოგებას. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ დასმულ შეკითხვას – ევროკავშირის მიერ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო […]