„ახლა რაც არ უნდა იძახონ, არალეგიტიმურები არიან და ხალხს აქვს უფლება, თავიდან მოიშოროს ეს ხელისუფლება“ – გიორგი გუგავა

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა. – ბატონო გიორგი, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სანქციებზე კვლავ ხისტი განცხადება გააკეთა – მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ მიმართულებითო. ვიცით, რომ სავიზო სანქციები დაუწესა ხელისუფლების 30–მდე წარმომადგენელს, თუმცა მათი ვინაობა არ გაასაჯაროვებულა. ის ხალხი, ვინც ამ სანქციების დაწესებას მოითხოვდა, ჩვენი საზოგადოების […]

ტრამპის განცხადებაზე უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, კრემლი კომენტარს არ აკეთებს

რუსეთს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს დონალდ ტრამპის მოსაზრებაზე, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. მოსკოვმა არ იცის, თუ რას გულისხმობს ეს იდეა,- განაცხადა დღეს, 2 ივლისს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც შეერთებული შტატების უმაღლეს პოსტზე კენჭს ისევ იყრის, გასულ კვირას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამართულ დებატებში, უკრაინაში ომის დასრულებაზე განცხადება გააკეთა. ტრამპმა თქვა, რომ […]

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა მიიღო. აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. ესენია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური […]

ლევან იოსელიანი – სამძიმარს ვუცხადებ ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საქმეში, მათ შორის კი განსაკუთრებულია საჰაერო სარდლობის მფრინავების როლი. სამძიმარს ვუცხადებ დღეს ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში. ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, აკაკი წერეთლის, გურამიშვიილის, ბარათაშვილის, წყაროს უბანსა და მიმდებარე ქუჩებზე. მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური […]

რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა

რეჟისორი და მსახიობ-მეთოჯინე ბახვა წერედიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. “მეთოჯინე რეზო გაბრიაძის თეატრიდან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე გავიდა. ყოველ საღამოს მართავდა წარმოდგენებს თავისი შექმნილი პერსონაჟებით. “შევქმენი პირველი თოჯინა – მევიოლინე ნიკოლო, რომელიც პაგანინის პროტოტიპია და გავედი ქუჩაში“. ბახვა წერედიანის მარიონეტების თეატრს სწორედ ამ თოჯინის სახელი დაერქვა – ნიკოლო. მევიოლინეს თავის მეწყვილე პიანისტ სებასტიანთან ერთობლივი ნომერი […]

გულშემატკივრები აეროპორტში ფეხბურთელებს ვერ შეხვდნენ – რატომ?

თბილისის აეროპორტში დილის 07:00 საათიდან შეკრებილი გულშემატკივარი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს ვერ შეხვდა. ფეხბურთელები VIP, ე.წ. სამთავრობო, გამოსასვლელიდან ავტობუსით გაიყვანეს. აეროპორტში თვითმფრინავი დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დაჯდა, რამდენიმე საათით ადრე კი პოლიციამ ცოცხალი ძალითა და რკინის ჯებირებით შემოსაზღვრა მიმდებარე ტერიტორია. „მადლობა! მადლობა!“ – ყვიროდა გულშემატკივარი, თუმცა ავტობუსმა ტერიტორია შეუჩერებლად დატოვა. „კვარასთვის მინდოდა ეს ნახატი გადამეცა“, […]

2025 წლიდან ტექნიკური ინსპექტირება შესაძლოა 30 ლარით გაძვირდეს

ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მოლაპარაკება პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზე. კერძოდ, საუბარია ინსპექტირების 30 ლარით გაძვირებაზე, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „პირველი არხი“ წერს. „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით, საფასური 2025 წლიდან გაიზრდება. „2025 წლიდან იგეგმება, რომ განხორციელდეს ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი. მონიტორინგს განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. მონიტორინგი ითვალისწინებს როგორც […]

გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძოს

Hammers News-ისა და West Ham Central-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ვესტ ჰემში” განაგრძოს, – ამის შესახებ Sportall.ge წერს. „ჩაქუჩების” დირექტორმა ტიმ შტეიდტენმა დაადასტურსა ინფორმაცია, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფორვარდს შეიძენს, რადგან ამას საჭიროებს. ლონდონელთა ახალი დამრიგებლის, ხულენ ლოპეტეგის მთავარი სამიზნე „სევილიას” ფორვარდი იუსუფ ენ-ნესირი ყოფილა, მაგრამ […]

თურქეთის სრუტეებში ტრანზიტის გაძვირება ქართული გადამზიდავების ტარიფებზეც აისახება

უკვე მეორე დღეა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში უცხო ქვეყნების სავაჭრო გემების ტრანზიტზე მოსაკრებელი თურქეთმა გააძვირა და სუფთა ტონაჟზე $5,07 გახდა ($4,42–დან). ტრანსპორტირების მომსახურების კომპანიის „გიანთი ლოჯისტიკსის” წარმომადგენელმა GBC-ის დაუდასტურა, რომ თურქეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში ტრანზიტის გაძვირება მათ ტარიფებზეც აისახება. თუმცა, რამდენი პროცენტით შეიცვლება მათი მომსახურების საფასური, ჯერ დაანგარიშებული არ აქვთ. GBC ტვირთების გადაზიდვის […]