რაზე ისაუბრეს ზელენსკიმ და ორბანმა კიევში

უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ, იმუშაონ ორმხრივ ხელშეკრულებაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებს გადაჭრის. „ჩვენ გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, ხელი მოვაწეროთ ისეთივე ყოვლისმომცველ თანამშრომლობის შეთანხმებას უკრაინასთან, როგორიც უნგრეთის აქვს სხვა მეზობლებთან“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. 2012 წლის შემდეგ პირველად, ვიქტორ ორბანი კიევში დღეს დილით, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. უნგრეთი, რომელიც […]

თურქეთი აშშ-სთან ბირთვული ელექტროსადგურების პროექტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქეთი აშშ-სთან მსხვილი ბირთვული ელექტროსადგურებისა და მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ბირთვული ელექტროსადგურების კონფერენციაზე განუცხადა. „აშშ სერიოზულ ინტერესს იჩენს თურქეთის მიზნის მიმართ, გაზარდოს თავისი ბირთვული ენერგეტიკული შესაძლებლობა და ააშენოს ახალი ელექტროსადგურები“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, იუსუფ ჩეილანმა. კონკრეტული პროექტების შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ განიხილება […]

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე დაიწყეს მსჯელობა, ამასთან დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, ვინაიდან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, […]

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“, ივლისში, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. „ძვირფასო მგზავრებო, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“, ივლისის თვეში, თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილებში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში, „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“,- ნათქვამია გავრცელებულ […]

ლევან ჟორჟოლიანი – თავისუფლების მოედანზე დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, ყველას ველოდებით, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს

20:00 საათზე არის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაში ლატვიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე არის დიდი ეკრანები დამონტაჟებული და ყველას ექნება შესაძლებლობა, უგულშემატკივროს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს. „ყველას, გულშემატკივრებს, ჩვენს მოქალაქეებს ველოდებით 20:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მედია: ირანელი სამხედრო მეთაურის თქმით, ისრაელზე კიდევ ერთი საჰაერო იერიშის მიტანა სურთ

ირანული მედიის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ-ალი ჰაჯიზადემ გამოხატა სურვილი ისრაელზე კიდევ ერთი საჰაერო თავდასხმის შესახებ. “13 აპრილს True Promise ოპერაციისას ჩვენ ისრაელის მიმართულებით 300 რაკეტა გავუშვით. ჩვენ გამოვხატავთ სურვილს, განვახორციელოთ ოპერაცია True Promise 2, რომლისთვისაც არ ვიცი, რამდენ რაკეტას გამოვიყენებთ”. – თქვა ჰაჯიზადემ 1-ელ ივლისს. მედიის ინფორმაციით, IRGC-ის […]

ორბანმა ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ურჩია

უნგრეთის პრემიერმინსტრმა უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ორბანმა განმარტა, რომ ის აფასებს ზელენსკის მიერ წარდგენილ მშვიდობის დამყარების ინიციატივას, თუმცა, მისი თქმით, მათი იმპლემენტაცია დროში გაიწელება და სწორედ ამიტომ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტს ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება. უცნობია პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი ორბანის […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 2 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.79 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.77 თეთრით. 2 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7937 ლარია, ერთი ევროსი – 2.9937 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.8 ლარია, ევროსი – 3.01 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 3 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, არჩილ ცაგარელის, გამრეკელის, საირმის, გამსახურდიას, სულხან ცინცაძის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ბურძგლას, იყალთოს, კუტუზოვის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელთა 80% საქმიანობას ბიზნეს მობილბანკით მართავს (რ)

საქართველოს ბანკი განაგრძნობს ბიზნესების მხარდაჭერას და უკვე 4 წელია, მათთვის ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციას, ბიზნეს მობილბანკს უწყვეტ რეჟიმში ავითარებს. 93%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით, აპლიკაცია მცირე, საშუალო თუ დიდი ბიზნესებისთვის დროისა და რესურსების დაზოგვის ეფექტიან საშუალებად იქცა. “მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ აპლიკაციის ახალი გზავნილია, რადგან დროთა განმავლობაში ბიზნეს მობილბანკი არა მხოლოდ საბანკო მომსახურების მიღების საშუალებად, არამედ ბიზნეს პროცესების […]