მანქანების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

შსს-ს ცნობით, მანქანების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა და დღეიდან, ავტომობილების მფლობელებს უფლება მიეცათ, შსს-ს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ. “რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს”. – წერია შსს-ს განცხადებაში. ამ ცვლილების შეტანამდე, წინა გვერდითა მინების დამუქებაზე 40%-იანი შეზღუდვა მოქმედებდა.

TI: ვაჟა სირაძის მოსამართლე მამა დეკლარაციაში უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძე 2024 წლის დეკლარაციაში არ უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. შოთა სირაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამაა. ორგანიზაცია შოთა სირაძის დაუდეკლარირებელი ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: დარღვევა I: დაუდეკლარირებელი ქონება — შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა […]

POLITICO: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლითაც საქართველო, უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდებიან

POLITICO წერს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმების გაფორმებას განიხილავს, რომელიც აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოებას გამორიცხავს. როგორც გამოცემა წერს, NATO-სთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტი ტრამპის გეგმებში საკვანძო იქნება. უკრაინისთვის გეგმის ფარგლებში, რომლის შესახებაც აქამდე არ თქმულა, ტრამპი განიხილავს შეთანხმებას, რომლითაც NATO იღებს ვალდებულებას არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით – კერძოდ ეხება უკრაინასა და საქართველოს – […]

“PLUS პარასკევს“ საქართველოს ბანკის მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ

5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ. „PLUS პარასკევს“ საქართველოს ბანკის 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში PLUS ქულებით გადახდისას განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ ბოდიში აქვს მოსახდელი – ბუდუ ზივზივაძე (ვიდეო)

“სისულელეა. თუ ვინმე რამე ცუდს ამბობს დიმაზე, ვფიქრობ ბოდიში აქვს მოსახდელი, იმიტომ, რომ არანაირი ასეთი ფაქტი არ ყოფილა”– ასე გამოეხმაურა ფეხბირთელი ბუდუ ზივზივაძე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დიმიტრი ობოლაძემ მას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს მიეძღვნა. Previous: ვისაც გუშინდელი ზეიმი “კოგნიტიურად” შეგეხოთ – გაიხსენეთ 2008 წლის აგვისტოს “ზეიმი”. ზეიმი – საქართველოს ოკუპაციაზე, […]

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება შსს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე კვლავ 75-პროცენტიანი შეზღუდვა მოქმედებს. „ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, […]

ყველა საგამოცდო ცენტრი და მთლიანად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულად მზად არის, რომ უხარვეზოდ ჩატარდეს

გიორგი ამილახვარი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი უწყება პროცესის უხარვეზოდ ჩატარებისთვის მზად არის. „იცით, რომ უმაღლეს განათლებაზე ინტერესი არის ძალიან მაღალი საქართველოში და წელსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობა – 47 ათასი აბიტურიენტი გვყავს. თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი და მთლიანად […]

რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს, თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს. დამატებითი რეისის განრიგი ასეთია: 4 – 5 ივლისს თბილისი – ბათუმი გასვლა: 08:40 ჩასვლა: 14:43 ბათუმი – თბილისი გასვლა: 00:01 ჩასვლა: 05:05 5 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ბორჯღალოსნები ფიჯელებს შეხვდებიან.

ბოლნისში ჩამოვარდნილი სუ 25-ის საქმეზე გამოძიება დაიწყო „უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე“

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამხედრო თვითმფრინავის, სუ 25-ის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. როგორც ის აღნიშნავს, წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 401-ე მუხლით, „სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას […]

მიხეილ დაუშვილი პრემიერის მისამართით შეძახილებზე – როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს

როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ ეს რეაქცია აღარ უნდა გაგიკვირდეს, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი, გუშინდელ შემთხვევას, როდესაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გამოსვლას შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ქცევის შედეგია. „როდესაც შენს მოქალაქეებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობ, შემდეგ […]