სირაძე: არანაირი სანქცია არცერთ ძალოვანთან, მათ შორის, ჩემთან, არ მოსულა

არანაირი სანქცია და შეზღუდვები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთ ძალოვანთან და მათ შორის ჩემთან არ მოსულა და ძალიან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან. ამბობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე აშშ-ს სანქციებთან დაკავშირებით. სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს ეძღვნება.

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ზელენსკის მისი წინადადება ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ არ მოსწონს

უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ მის წინადადებას, ჯერ ცეცხლი შეწყდეს და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, უკრაინის პრეზიდენტი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. ვიქტორ ორბანის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი წინადადება არ მოეწონა და ღიად განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკების ცუდი გამოცდილება აქვს. „პირველ რიგში მინდოდა გამეგო მისი პოზიცია, რას ფიქრობდა ჯერ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუნდაც მცირე ხნით – 2, 3 […]

სად არის დაპირებული სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას საქართველოსთან?

სად არის დაპირებული სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას საქართველოსთან? შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი […]

ამერიკაში გაიგზავნა ანატორის 50 ეგზემპლარი… რატომ არ უნდა სწყალობდეს ხელისუფლება შედევრებს? – შათირიშვილი

მწერალი, ქართული ოცნების თანამდამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი: ამერიკაში გაიგზავნა ორმოცდაათი რომანი “ანატორი”-ს ეგზემპლარი, ინდივიდუალური გზით, იქაური ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე და საინტერესოა, როდემდე უნდა წვალობდეს ისეთი თემატური შედევრი, როგორიც ანატორია? რატომ არ უნდა წყალობდეს ასეთ შედევრებს ხელისუფლების ის უწყება, რომელიც თითქოსდა ჭეშმარიტ შემოქმედებას ემსახურება?.. სირცხვილია ანატორის თარგმანის გარეშე დატოვება და მისი საზღვრებს გარეთ არ გატანა…

ირაკლი კობახიძე – ეუთო-ს რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა – არ მინდა სიღრმეში შევიდე

ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთო-ს რეზოლუციას ეხებოდა. პრემირის თქმით, ფაქტი არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. “ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე”, – […]

გიორგი გველესიანი – ქართველი ხალხის სიხარული არასდროს დაგვავიწყდება, ეს საამაყოა, არ ველოდით ასეთ ანშლაგს და ვართ ძალიან ბედნიერები – ეს კიდევ უფრო გვმატებს მოტივაციას

არასდროს მინახავს ამდენი ხალხი ასე ერთობლივად რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი და ასეთი კეთილი და ბედნიერი, ეს ძალიან მახარებს და მაბედნიერებს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გიორგი გველესიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ნაკრების დახვედრის ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. გიორგი გველესიანის თქმით, გულშემატკივრების დახვედრა ძალიან ემოციური იყო და ეს ფეხბურთელებს მოტივაციას მატებს, რომ […]

ვაჟა სირაძე: არანაირი სანქცია ჩემთან არ მოსულა

არანაირი სანქცია და შეზღუდვები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთ ძალოვანთან და მათ შორის ჩემთან არ მოსულა და ძალიან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან და ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან.

ერთი ხელით რომ საქართველოს მიმართ მეგობრული ჟესტი კეთდება და მეორე ხელით – ოკუპანტი რუსეთის სასარგებლო განცხადებები, ეს მიუღებელი და დაუშვებელია

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკეა მოხსენიებული, ხოლო რუსეთს არ აქვს ოკუპანტის წოდება.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ერთი ხელით რომ საქართველოს მიმართ მეგობრული ჟესტი კეთდება, ხოლო მეორე ხელით – ოკუპანტი რუსეთის სასარგებლო განცხადებები, ეს მიუღებელი და […]

იაპონია იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლთა კომპენსაციას გადაიხდის

ოთხშაბათს იაპონიის უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იძულებითი სტერილიზაციის შესახებ, რომელიც ძალაში იყო ქვეყანაში 1948 წლიდან 1996 წლამდე. სასამართლომ ასევე დაავალა მთავრობას კომპენსაციის გადახდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებით სტერილიზებული იყვნენ. ასეთი იყო დაახლოებით 25 ათასი ადამიანი. იაპონიის მთავრობამ აღიარა, რომ კანონის მოქმედების დროს მათი თანხმობის გარეშე 16,5 ათასი ადამიანი სტერილიზდა. ოპერაციაზე […]

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაღუპული სამხედრო მფრინავის ცხედარი გორში გადაასვენეს

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ის სახლში სამხედრო პატივით დაასვენეს. საკაცეს საქართველოს ეროვნული დროშა ჰქონდა გადაფარებული. დედამ შვილის დაღუპვის შესახებ ჯერ არ იცის, რადგან ავადმყოფობის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კახა ზურაბაშვილმა გორის მე-4 სკოლა დაასრულა, რის შემდეგაც სამხედრო სამსახურში წავიდა, უკრაინაში კი ავიაციის უმაღლასი სასწავლებელი დაამთავრა. ამის შემდეგ ის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციის პილოტი გახდა. ზურაბაშვილი […]