ირაკლი ქადაგიშვილი – ეუთოს რეზოლუცია ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა როგორც დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით – ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ნაკლოვანი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისობაში არმყოფი რეზოლუციაა როგორც დეოკუპაციის, ასევე დემოკრატიულობის კუთხით – ასეთი რეზოლუციები საკუთარ მრევლს დაუყარონ! – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. ქადაგიშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროპის სხვადასხვა სტრუქტურებში მიღებულ დოკუმენტებში სიტყვა „ოკუპაციის“ ჩაწერას ერიდებიან. “სპეკულანტური მანევრით წერენ: – „რუსული ჯარი იქნას გაყვანილი“. რატომ […]
ლევან ხაბეიშვილი – სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს – ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, ნურმაგომედოვთან შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ზონდერების ჩამოყვანას?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს. ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული. ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ. […]
„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ – BTU გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს

საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების გასაძლიერებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს განახორციელებს. „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ – ასე ჰქვია ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ტექნოლოგიებს შეისწავლიან. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალი, რომლებიც სააპლიკაციო წესით შეირჩევა. სწავლა ივლისის ბოლოს დაიწყება და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა დასრულდება […]
ალექსანდრე ლუკაშენკო – ვაშინგტონ-ლონდონის ჰეგემონი მსოფლიოს თავის საკუთრებად განიხილავს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტი გამოწვეულია დასავლეთის ფილოსოფიით, რომლის თანახმადაც, ის მსოფლიოს საკუთრებად განიხილავს. „ვაშინგტონ-ლონდონის ჰეგემონი მსოფლიოს თავის საკუთრებად განიხილავს. მისთვის პლანეტის მრავალმილიარდიანი მოსახლეობა ხალხი კი არა, პირადი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებაა. აი, რა არის პოლიტიკური ეკონომიკა. ეს არის მრავალი გამოწვევის მთავარი მიზეზი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ამ ფილოსოფიის ფარგლებში მოხდა უკრაინის კონფლიქტის […]
იაპონიის ელჩი საქართველოში – მოხარულები ვართ, რომ პროექტის „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ ფარგლებში ჩვენი პარტნიორები BTU და გაეროს ქალთა ორგანიზაცია არიან

„უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ – ასე ჰქვია ახალ ინიციატივას, რომელსაც საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების გასაძლიერებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, განახორციელებს. პროექტის ფარგლებშიც ბენეფიციარები ტექნოლოგიებს შეისწავლიან. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალი, რომლებიც სააპლიკაციო წესით შეირჩევა. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი […]
ლევან ხაბეიშვილი – მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება

ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, კი არ გაიყინება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღარ ექნებათ – მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, ძალიან დიდი პრობლემა ელოდება საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს. „ჩვენს […]
ლევან ბეჟაშვილი – სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება – „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს

სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს მათი „ერთგული თანამდებობის პირების დანიშვნას“. „სამწუხაროა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა ფორმალურად ხდება. „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიტაცების პოლიტიკას აგრძელებს და ცდილობს, რომ მისი ერთგული თანამდებობის პირები დანიშნონ. გენერალური პროკურორის არჩევის […]
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვინტაჟური ნივთების ბაზრობაზე ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფაბრიკაში Vintage Market იმართება. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ ცნობით, 6-7 ივლისს, მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც მომხმარებლებს ვინტაჟურ ტანსაცმელსა და ნივთებს სთავაზობენ, ფაბრიკის ეზოში, ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში შეიკრიბებიან. ღონისძიების ფარგლებში, 6 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება ვორკშოპი თემაზე „ბიზნესი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“, რომელსაც PlasticWatcher.ge-ის დამფუძნებელი, ეკა ასათიანი გაუძღვება. „ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი […]
ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი – გაერო-ს ალტერნატივა არ აქვს – მისი პოტენციალი ამოუწურავია

გაერო-ს ალტერნატივა არ არსებობს, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა. „ამ უნივერსალური ორგანიზაციის ალტერნატივა არ არსებობს. მისი პოტენციალი ამოწურვისგან შორს არის. ჩვენი საერთო ამოცანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაერო-ს, როგორც მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტის როლის გაძლიერებაა, რომელსაც 21-ე საუკუნის გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია“, – განაცხადა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. ამასთან, ტოყაევმა აღნიშნა, […]
რა მექანიზმებით შეიძლება ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობის წახალისება? – გიორგი აბრამიშვილის მოსაზრება

GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების პირველი დღეების შედეგები მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, მართალია, ვაჭრობა არ შემდგარა, თუმცა დაახლოებით 30 მეგავატის შეთავაზებები განთავსდა. აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ თუ აქტივობა არ მოიმატებს, საჭირო იქნება დამატებითი ზომების მიღება პროცესის წასახალისებლად. „უფრო მეტი აქტივობაა, ვიდრე მოველოდით. ჯერ პირველი დღეებია. აქტივობა არის, […]