საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 45.6%, დეპოზიტების კი 49.8% შეადგინა – სებ-ის „თვის მიმოხილვა“

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა. ინფლაცია · ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება და ივნისში 2.2% შეადგინა. მაისთან შედარებით ფასებმა 0.5%-ით დაიკლო · საბაზო ინფლაციამ, რომელიც […]

ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის მოდელზე გადასართავად, ბიზნესს გარკვეული დრო დასჭირდება – ლევან ვეფხვაძე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის მოდელზე გადასართველად, ბიზნესს გარკვეული დრო დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. ვეფხვაძე დადებითად აფასებს იმას, რომ ბირჟაზე ვაჭრობა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბირჟაზე აქტივობის გასაზრდელად წამახალისებელი ზომებია მოსაფიქრებელი. „კომპანიები იმ ფორმატში ოპერირებენ, რომელშიც წლების განმავლობაში ოპერირებდნენ და ახალ ფორმატზე გადასვლა მარტივი არავისთვის არის, […]

2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წმინდა მოგება 26.4 მლნ ლარი იყო – ფინანსური ანგარიში

2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ამონაგები 98.1 მლნ ლარი იყო, წმინდა მოგება – 26.4 მლნ ლარია – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსური ანგარიშშია საუბარი. ამავე ანგარიშიც მიხედვით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში რეისები 2019 წელთან შედარებით, 107%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი კი 115%-ით. ანგარიში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებით ისტორიული წელი იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელმაც […]

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი m&i Tbilisi 2024 დასრულდა

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი m&i Tbilisi 2024 დასრულდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ ჩატარდა – 4 დღის განმავლობაში, ფორუმში ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ ადგილობრივი […]

ადმინისტრაცია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა. ადმინისტრაციაში კანდიდატების ვინაობას არ ასახელებენ. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია ამოწმებს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს. მოხდება გასაუბრების ტრანსლირება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს […]

სერგო ჩიხლაძე – “ქართული ოცნების” დასანქცირებული ლიდერების ვინაობა იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა – ვინმეს მხრიდან ნებისმიერი საუბარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, არის უბრალოდ სპეკულაცია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, აშშ-ის მიერ დასანქცირებული “ქართული ოცნების” ლიდერების სახელები და გვარები იცის მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. “ერთადერთი სანდო დოკუმენტი, განცხადება, სადაც ნახსენებია, ვინ არის დასანქცირებული, ეს არის თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ლაპარაკია “ქართული ოცნების” ზოგიერთ დეპუტატზე, საუბარია “ქართული ოცნების” ლიდერებზე, ზოგიერთ ძალოვანზე, რომლებიც შემჩნეული არიან ანტიდემოკრატიულ […]

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 4 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.36 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.35 თეთრით. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.786 ლარია, ერთი ევროსი – 3.0089 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი – 3.01 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 5 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და ბაგების დასახლების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის-3 VII კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კალოუბნუს, შუამთის და ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0124 ლარს შეადგენდა. […]

„საქართველოში შეიძლება, საქმიანი ტურიზმი ძალიან მაღალ დონეზე განვითარდეს“ – მაია ომიაძე

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე თბილისში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის – m&i Tbilisi 2024-ის შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, საქმიანი ტურიზმის მიმართულება განავითაროს. “ფორუმს 200-მდე მონაწილე ჰყავდა, აქედან 68 უცხოური კომპანიის წარმომადგენელი სპეციალურად საქართველოს ეწვია, რომ გასცნობოდა საქართველოს შესაძლებლობებს და ჩვენ შევძლოთ საქართველომ დაიმკვიდროს ადგილი როგორც მიმართულებამ, სადაც საქმიანი ტურიზმი შეიძლება ძალიან […]