ეროვნული ნაკრები – ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი უკვე მიიღეს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. „ნაკრების სახელით, […]
თბილისის ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ „ფეისბუქში“ გავრცელებული ინფორმაცია, უფასო სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით სიცრუეა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ გვერდს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სახელით მოქალაქეები სიცრუეში შეჰყავს და ფულის სანაცვლოდ ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს ჰპირდება. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად […]
“როცა ძმები ბერძენიშვილები კმაყოფილებია, ე.ი. საქართველოს ცუდად ექნება საქმე” – ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი: როცა ძმები ბერძენიშვილები კმაყოფილებია ესეიგი საქართველოს ცუდად ექნება საქმე. ახლა ვუსმენ გაბადრულ პატარა ბერძენიშვილს ტვ პირველზე,რომელიც აცნობებს ქვეყანას, რომ თურმე სიყალბის ცნობილ მანქანას ვინმე იაგო კაჭკაჭიშვილსა და რა თქმა უნდა ერისთვის საძულველ ტიპაჟს ნიკა გვარამიას მიუჯღაბნიათ ლეიბორისტული პარტიის საწინააღმდეგო მორიგი რეიტინგები და ყველა ლიბერალ, ბანკირ, ლგბტ, ყოფილ ქოც-ნაცთა მონაწილეობით შექმნილი […]
ვინ იქნება ტუსკი – 2 + 1 – არჩევნებზე – “დედაქალაქში თუ 2:1 2,5:1 გაქვს წაგებული, მაშინ შანსი არ გაქვთ, გაყალბებას არ ექვემდებარება” – ბერძენიშვილი

2 + 1 – არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ასეთი კონფიგურაციით გასვლა წარმოუდგენია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს დავით ბერძენიშვილს. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრი იქნება და პლუს გახარია, რომელიც არჩევნებზე მარტო პოზიციონირებას გეგმავს. “დღის ამბებთან” ბერძენიშვილი ამბობს, რომ ორი პოლიტიკური ცენტრიდან ერთი იქნება „ნაციონალური მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“, მეორე ცენტრი კი „ახალისა“ და „ლელოს“ ირგვლივ გაერთიანდება. გადაწყვეტილების […]
უფასო სამგზავრო ბარათებზე ინფორმაცია ყალბია – თბილისის მერიის გაფრთხილება თაღლითურ სქემაზე

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, Facebook-ზე სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ. “ყალბ გვერდებზე ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ. გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. […]
“იციან, რომ ხვიჩა შვილებზე არანაკლებ მიყვარს, მხვდებიან და მეუბნებიან…” – ტიტე კვარაცხელია

ტიტე კვარაცხელია: იციან, რომ კვარაცხელია ვარ და ხვიჩა შვილებზე და შვილიშვილებზე არანაკლებად მიყვარს, ჰოდა: მხვდება ერთი: -ააა, ჩაკვეს პასებიიიი; მხვდება მეორე: -მამარდა კარებში რომ არ იდგეს; მხვდება მესამე: -კიტე რომ არ დამტვრეულიყო, შეიძლება მოგვეგო; მხვდება მეოთხე: -ქოჩორააა, ოოოოო მხვდება მეხუთე: -მიქაუტა პირველია… პ.ს. ბოღმა ტაქტსაც აკარგვინებს თურმე ადამიანს, ოღონდ კვარა არ აღიარონ, აი, ის რომ […]
“თალიბანი”, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ასტანაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ “თალიბანი” ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთის მოკავშირეა. “ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ “თალიბანი” აკონტროლებს ძალაუფლებას ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, “თალიბანი”, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში”, – თქვა პუტინმა. პუტინის აზრით, ნებისმიერი მთავრობა დაინტერესებულია იმ ძალაუფლებისა და სახელმწიფოს სტაბილურობით, რომელსაც ის მართავს. “დარწმუნებული ვარ, რომ თალიბანი დაინტერესებულია, რომ […]
ჩინური ბანკები მოსკოვის საფონდო ბირჟას ტოვებენ

ჩინური ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები მოსკოვის საფონდო ბირჟას ტოვებენ და ოფიციალური არხებით იუანში ტრანზაქციების გატარებას წყვეტენ. ჩინური ბანკების ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მხრიდან სანქციების ახალი პაკეტის დაწესებით არის განპირობებული, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მეორეული სანქციები დაუწესოს ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, რომელიც აშშ-ის მიერ განსაზღვრულ შეზღუდვებს დაარღვევს. რუსეთში ჩინურ ბანკებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ, რადგან რუბლისა და […]
გიორგი ლორია კარიერას კვიპროსში გააგრძელებს

გიორგი ლორია კვიპროსში დაბრუნდა. ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ქართველი მეკარე კარიერას საფეხბურთო კლუბ „ომონიაში“ გააგრძელებს. აქამდე ლორია თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, თუმცა კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.
პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა დაღუპული პილოტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელები გორში იმყოფებიან, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრეს. გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა, დაღუპული პილოტის ოჯახს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და […]