გველესიანი: ივანიშვილისგან პრემია მივიღეთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – მადლიერები ვართ

მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა. პირველ რიგში, ღირსების ორდენი მივიღეთ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდოა. ასევე, ხალხის სიყვარული დავიმსახურეთ, რაც ფასდაუდებელია. აგრეთვე, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია მივიღეთ და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – არ მესმის, რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები მადლიერები ვართ და ეს ჩვენი მხრიდან საკმაოდ ნორმალური […]

“თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია” – ჩალჰანოღლუ ნიდერლანდებთან მატჩის წინ

თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ევრო 2024-ის მეოთხედფინალის წინ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტურნირზე თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია. “რა თქმა უნდა, მოგებას ვეცდებით, ეს ჩვენი უდიდესი ოცნებაა. თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია. ავსტრიასთან მატჩამდე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ მეოთხედფინალში გავსულიყავით, ახლა კი აქ ვართ და ნახევარფინალში ასპარეზობა გვსურს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ”, – […]

ირაკლი ჩიქოვანი – გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას – ვაგრძელებთ მომზადებას 2025 წელს დაგეგმილი წვრთნებისთვის

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „გაუგებარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი არსებობს, შესაბამისად, ემზადებიან წვრთნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2025წელს. „გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც […]

სალომე ზურაბიშვილი – თუ შენ შენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გიცავს, მაშინ შენ არაფერი გაგაჩნია, შიშველი და დაუცველი ხარ – ასეთი ქვეყანა არ არის სახელმწიფო, ეს არის რაღაც ქვეყანა, რომელიც არსებობს, მაგრამ არ ცოცხლობს

სამართლიანობა უმნიშვნელოვანესია – ქართველები ქუჩაში სამართლიანობისა და ქვეყნისათვის გამოდიან და არა სოციალური მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა USAID-ის ,,სამართლის უზენაესობის პროგრამის“ მიერ მხარდაჭერილ ექვსთვიანი სასწავლო პროექტის დასრულების აღსანიშნავ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლმა“ განახორციელა. პრეზიდენტმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მიმართა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში „მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მოქმედი და მომავალი […]

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას, დაღუპულის ახლობლების გარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიამდე, კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, […]

სალომე ზურაბიშვილი – გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში და ვენდოთ მათ – როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?!

ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე… გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევის საკითხზე განაცხადა. „ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში […]

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ს რეზოლუციაზე – სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა და საერთაშორისო ინსტიტუტების დეგრადაცია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომელიც რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას მოუწოდებს. „სამხრეთ ოსეთმა რეალობას მოწყვეტილი მიკერძოებული დოკუმენტების განხილვის დესტრუქციულობის შესახებ თავისი პოზიცია არაერთხელ გამოხატა“, – განაცხადეს ე.წ. საგარეო უწყებაში. ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ […]

ნინო ლაცაბიძე – მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია

“ოქსიგენ ფესტის” (Oxygen/Fest) მთავარი მუსიკალური დღეები დანიური ჯგუფის Outlandish – ის და KORDZ-ის კონცერტით დაიწყო. დღეს საღამოს კი საფესტივალო სივრცე, სტეფანესა და „შერეკილების“ კონცერტით უმასპინძლებს სტუმრებს. 7 ივლისს “ოქსიგენს” ჯგუფი „რეგიონი’“ და „MURO“ დახურავენ. „ჩვენი გუნდი დიდი ხანია ვამბობთ, რომ რუსთავს საფესტივალო ქალაქად ჩამოყალიბების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და “ოქსიგენი” სწორედ ამის დასტურია. უკვე მესამე […]

გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც კავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას – თავდაცვის მინისტრი

გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც კავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას – თავდაცვის მინისტრი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „გაუგებარ გადაწყვეტილებას“ უწოდებს აშშ-ს თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ამის ფარგლებში კი, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარება განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის […]

“საია არ შეასრულებს რუსული კანონის მოთხოვნას რეგისტრაციის შესახებ” – განცხადება

“საია არ შეასრულებს რუსული კანონის მოთხოვნას რეგისტრაციის შესახებ” – განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საერთო კრების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, საია აცხადებს, რომ ისნი არ შეასრულებენ რუსული კანონის მოთხოვნას და ,”უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” არ დარეგისტრირდებიან. “1. 2024 წლის 3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხელი მოაწერა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს […]