სააკაშვილი: ბანკების ზემოგებას ლაგამი უნდა ამოვდოთ

იმისთვის, რომ სოციალური უსამართლობა დავამთავროთ, ჩვენ ბანკების ზემოგებას ლაგამი უნდა ამოვდოთ. ბანკებმა მთელი საქართველო დააყადაღეს. ბანკების მოგება მინიმუმ 10-ჯერ არის შესამცირებელი – ეს გააიაფებს კრედიტებს და თავიდან აგვაცილებს ამ ტრაგიკულ, საბანკო დავალიანების გადაუხდელობას, რომელიც ადამიანებს ქუჩაში, ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე ტოვებს.

ღაზაში ისრაელის იერიშს ჰამასის მაღალი რანგის თანამდებობის პირი ემსხვერპლა

ქალაქ ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ჰამასის მაღალი რანგის თანამდებობის პირი, ეჰაბ ალ-ღუსეინი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში ქალაქ ღაზაში სკოლის შენობაზე მიიტანეს, სადაც ოთხი ტერორისტი, მათ შორის ეჰაბ ალ-ღუსეინი იმალებოდა. BBC-ის ინფორმაციით, ეჰაბ ალ-ღუსეინი ჰამასის მთავრობაში თანამდებობაზე სამი თვის წინ დაინიშნა. აქამდე ალ-ღუსეინი ჰამასის ადმინისტრაციაში შრომის მინისტრის მოადგილე და ჰამასის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იყო. […]

აშშ-ის საელჩო – ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი – ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ, მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით

ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი – ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ელჩის, რობინ დანიგანის ხელმძღვანელობით საქართველოდან ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა უდიდეს საინვესტიციო სამიტზე იმყოფებოდა. „ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა […]

თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებაც იქნება პრეზენტაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, დღეს, 20:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებაც იქნება პრეზენტაცია. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მთავარი მიზანია საერთო ფრონტის შექმნის ხელშეწყობა. „გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის. მთავარია ოპოზიციურ ფრონტზე მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება, რადგან ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები […]

იაგო ხვიჩია – ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა, რომ არჩევნებში 3-ის ნაცვლად 5 პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“ – „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ

ხელოვნურად ხდება პროცესების წაყვანა იმ მიმართულებით, რომ არჩევნებში სამის ნაცვლად ხუთი პარტია მონაწილეობდეს: მიშას ხალხი, ბიძინას ხალხი, მიშას მოღალატეები, ბიძინას მოღალატეები და „გირჩი“. მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული […]

რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა – კიევში აფეთქებების ხმები ისმის

რუსულმა ძალებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა. “KAB ტაქტიკური ავიაციის გაშვება ხარკოვის ოლქში! ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე სამხრეთიდან! რაკეტა მიკოლაივის ოლქის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით!“- აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით, რაკეტები დაფიქსირდა სხვა ოლქების მიმართულებითაც. კიევის საოლქო-სამხედრო […]

ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა

დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნანა ლეჟავამ TV24 დატოვა. ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა თანაწამყვანმა, ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ დაუდასტურა. დარსალიას ინფორმაციით, ლეჟავას გადაწყვეტილების მიზეზი არხის სარედაქციო პოლიტიკა არ არის. სხვა დეტალებზე საუბრისგან თავად დარსალია თავს იკავებს, ნანა ლეჟავა კი ნეტგაზეთის ზარებს ამ ეტაპზე არ პასუხობს. ნეტგაზეთი ნანა ლეჟავას ბოლოს აპრილში, მაუწყებლობის დაწყებამდე ესაუბრა. ის ამბობდა, რომ […]

„თეგეტა აკადემია“ – რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი

· 2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში „თეგეტა აკადემიამ“ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა · „თეგეტა აკადემიამ“ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწყო

საქართველოდან 45 ბიზნესპერსონა ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე – აშშ-ის საელჩო

როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ვიზიტი მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. “ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ ამერიკულ ბაზარზე გასვლაში ვეხმარებით. ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, რომელიც ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამ რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში […]

ლარის სიმბოლო 10 წლისაა

10 წლის წინ, 2014 წლის 7 ივლისს, ეროვნული ბანკის საბჭომ ქართული ფულის, ლარის სიმბოლო – ₾ დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს ეფუძნება. მას აქვს ყველასთვის ნაცნობი, უნივერსალური ელემენტი – ორი პარალელური ხაზი. უნიკალური მოხაზულობა კი, სხვა ვალუტის გრაფიკული ნიშნებისგან გამოარჩევს. სებ-ის მიერ, ასევე, შემუშავდა სპეციალური შრიფტი – “Lari Symbol”. ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა […]