საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასემინარი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებით საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა, ასევე, საქართველოში […]

მამუკა მდინარაძე – როცა „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის

როდესაც „ფრანკლინის კლუბის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ ოპოზიციის საქმე უკვე გავაკეთეთო, ეს ფაქტებით დადასტურებაზე ზემოდან, ურყევ, უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს იმისას, რომ „ფრანკლინის კლუბი“ საქართველოში გარე დავალებებით და ოპოზიციის მხარდამხარ მოქმედებდა ყოველთვის. ეს საბოლოოდ დადასტურდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც იმავეზე მმართველი პარტია საუბრობდა, ამას აგრესიული რეაქცია ახლდა […]

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობა მომავალი წლის იანვარში დასრულდება – კალაძე

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის შედეგად ბაგები-წყნეთიდან უნივერსიტეტის ქუჩისკენ წამოსული ნაკადები გადანაწილდება და მოძრაობა განიტვირთება. „დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის განხორციელების […]

ცუდია, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნები გადაიდო – კახა კალაძე

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ. „ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ […]

9-11 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის მიუხედავად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

9-11 ივლისს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურის მიუხედავად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერებაც. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „12 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო […]

45 ქართველი ბიზნესპერსონა SelectUSA საინვესტიციო სამიტზე ჩავიდა – აშშ-ს საელჩო

ელჩი დანიგანის ხელმძღვანელობით ორმოცდახუთი ბიზნესპერსონა საქართველოდან ჩავიდა SelectUSA უდიდეს საინვესტიციო სამიტზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. მათი თქმით, ეს ხელს უწყობს შეერთებულ შტატებში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ: „ხშირად წარმატებისთვის მხოლოდ შესაძლებლობის ფანჯარაა საკმარისი. ჩვენ ასეთ შესაძლებლობას ვქმნით ქართველი ადამიანებისთვის, რომლებსაც უნიკალური იდეები და ბიზნესები აქვთ. მათ […]

რუსეთის საჰაერო ძალებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს

8 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, რუსეთის მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა და 8 კი დაიღუპა. დაბომბილია ბავშვთა საავადმყოფო ოხმადტეტი, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ. ამჟამად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხებზე კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და კიევის […]

კვლევა: განსაკუთრებით გამძლე ხავსი მარსზე კოლონიების უზრუნველყოფას შეიძლება მოხმარდეს

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სინძიანის რეგიონში გავრცელებული ხავსის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ექსტრემალურ პირობებს უძლებს, მარსზე კოლონიების უზრუნველყოფას შეიძლება მოხმარდეს. ამის შესახებ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ კვლევა ჟურნალ The Innovation-ის 2024 წლის 1 ივლისის გამოცემაში გამოაქვეყნა. ცდები აჩვენებს, რომ ხავსის სახეობას, Syntrichia Caninervis-ს მარსის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეუძლია. ამ სახეობამ ექსტრემალური სიმშრალეს, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურასა და რადიაციას […]

,, ჩემი შვილი ნიკოლოზი მუშაობდა რამდენიმე თვის განმავლობაში კაფე-ბარში აღმაშენებლის გამზირზე, საათში იღებდა 4 ლარს” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, განაცხადა: მინდა, მივესალმო ყველას და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში, წყდება ყველაფერ იმის ბედი, რაზეც ჩვენ ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, იმ რეფორმების გამო, რომელიც გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილებების […]

ვფიქრობთ, რომ ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა – მამუკა მდინარაძე „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებაზე

მამუკა მდინარაძე სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ – ის გადაებას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და აღმასრულებელმა მდივანმა ამ გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე თვეში ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება. „ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ნორმალიზებაზე, იმაზე რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მოქალაქეებს ის ფაქტობრივი სავიზო შეზღუდვა, რომელიც ვიზის სირთულით აქვს, უნდა მოუხსნას. […]