კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. კერძოდ, „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია“, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, რუსეთის მიერ […]

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში ქართულ დიასპორას შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გახსნა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სამშვიდობო პროცესებში დევნილი ემიგრანტების ჩართულობისა […]

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიური ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და აშშ-ს არაკომერციული ორგანიზაციის – „გიყვარდეს შენი სამეზობლო თემი” (LYNC) ინიციატივით,საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეხვედრა გაიმართა რელიგიის სააგენტოსა და გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის (IGE) მეორე ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის „რელიგიური განათლების როლი თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც 9-10 ივლისს, […]

როგორ შეიძლება ენმ-ს მხარდამჭერი ენდოს ისეთ ადამიანებს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა და ახლა ნაცებს შეუერთდა. ამაზრზენია ეს ყველაფერი

როგორ შეიძლება ენმ-ს მხარდამჭერი ენდოს ისეთ ადამიანებს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა და ახლა ნაცებს შეუერთდა. ამაზრზენია ეს ყველაფერი ისეთი სერიოზული და ამაყი სახეებით აცხადებენ ახალ კონფიგურაციას ნაციონალურ მოძრაობაში, გეგონება პირველად გადი-გადმოდიან ერთმანეთში. მკვდარი არ ცოცხლდება, ეს აქსიომაა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, “ახლა სხვა […]

2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, დღეის მონაცემებით, 18 ინიციატივაა განხორციელებული, მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან, რამაც გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა

2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, დღეის მონაცემებით, 18 ინიციატივაა განხორციელებული, მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან, რამაც გარკვეული პოზიტიური შედეგი მოგვცა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოში დემოგრაფიულ პრობლემას და პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეხმიანება. მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემა 90-იან წლებში დაიწყო, რასაც შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მმართველობის შედეგად დიდი მიგრაცია […]

შოთა შალელაშვილის ცოლი ხდება TV24-ის დირექტორი

რეესტრში შეტანილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ნანა ლეჟავას დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება 6 ივლისს არის მიღებული. დღეს, 8 ივლისს რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ. TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. არხი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ცოლს, ირა ფიჩხაძეს ეკუთვნის.

კირ სტარმერი – უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა ყველაზე ამაზრზენი ქმედებაა, ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ – მხარდაჭერა არ შესუსტდება

უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა, ყველაზე ამაზრზენი ქმედება, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „უდანაშაულო ბავშვებზე თავდასხმა. ყველაზე ამაზრზენი ქმედება. ჩვენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით ვდგავართ – ჩვენი მხარდაჭერა არ შესუსტდება“, – წერს კირ სტარმერი X-ზე. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, […]

ჯოზეფ ბორელი – რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს

რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. „რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდიტი“ განადგურდა. უკრაინას […]

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა ვაგებინოთ

რუსეთის დარტყმა კიევში, “ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე, უკრაინელ სამოქალაქო პირებზე საშინელი თავდასხმაა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი სოციალურ ქსელში წერს. მინისტრი დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. „უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ურყევია. პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7399 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7399 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7399 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9670 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9886 ლარს შეადგენდა. […]