ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კარპენტერი: ამ მომენტში, საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია. მათ შორისაა ღირსეული პარტნიორის წვრთნები და სხვა ჩართულობები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან გვაქვს. ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების […]
რომელი პროდუქტები გაძვირდება 2030 წლისთვის ყველაზე მეტად? – ბრიტანული კვლევა

პანდემიამ, გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა და გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სურსათის ძირითად ჯგუფებზე ფასების დრამატული ზრდა გამოიწვია. ონლაინ შოპინგ-პლატფორმა BravoVoucher-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის ზეითუნის ზეთი გახდება პროდუქტი, რომელიც პროცენტულად ყველაზე მეტად გაძვირდება. კვლევის თანახმად, 2019-დან 2024 წლამდე 1 ბოთლ 500მლ ზეითუნის ზეთის ფასი 113.8%-ით გაიზარდა. ბრიტანული პლატფორმის კვლევაში […]
თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს არ განვიხილავთ – რატომ შეწყვიტა ფრენები Georgian wings-მა ბათუმის მიმართულებით?

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები შეჩერებულია. საზღვაო სეზონზე გაუქმებული ფრენები კი ტურისტული კომპანიებისთვის გამოწვევაა. ბათუმში გაფრენა ამ ეტაპზე მხოლოდ ნატახტარის აეროპორტიდანაა შესაძლებელი, თუმცა სერვისი მაღალი მოთხოვნის გამო,ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია. გასული წლის ზაფხულის სეზონზე ფრენებს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კომპანია “ჯეოსქაი”-ის შვილობილი ასრულებდა. კომპანიის დირექტორი შალვა კიკნაძე ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენებზე მოთხოვნა მაღალი იყო, თუმცა დღეს შესაბამისი ხომალდის […]
შაჰინი წვრთნების გადადებაზე: რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადებაზე. ეს შეფერხება ასახავს იმ ენას, რომელიც მე დავიცავი კომიტეტის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას მოითხოვს. წერს აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორმა ჯინ შაჰინი […]
20-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს 20-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ნოვი სადში (სერბეთი), სადაც ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, ოთხი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), რომელმაც ფინალში დასანანი მარცხი განიცადა უკრაინელ ვადიმ ცურკანთან (11:12) და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ასვლა მოუწია. ნაკრებში შედეგიანი გამოსვლა ჰქონდათ გოგა ოთინაშვილს (70 კგ), […]
ერთ წელში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.4%-ით გაიზარდა

2024 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6-პროცენტიანი ზრდით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.4 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით, […]
თავდაცვის ახალი გეგმის მიხედვით, ნატოს 35-50 დამატებითი ბრიგადა დასჭირდება

ნატოს დასჭირდება 35-დან 50-მდე დამატებითი ბრიგადა, რათა სრულად განახორციელოს თავისი ახალი გეგმები, რუსეთის თავდასხმისგან დასაცავად, – განუცხადა საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”, სამხედრო წყარომ. ანონიმურმა წყარომ, უარი თქვა დამატებითი დეტალების შესახებ საუბარზე. გეგმა, რომელზეც ის “როიტერთან” საუბრობს, საიდუმლოა. ბრიგადა, როგორც წესი, 3 000-დან 7 000-მდე ჯარისკაცისაგან შედგება, ასე რომ, 35-დან 50-მდე ასეთი შენაერთის შექმნა, მიმომხილველთა შეფასებით, მნიშვნელოვანი […]
ხვალ უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა

ხვალ უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა.ქალაქის ყველა შენობაზე დაშვებული იქნება დროშები, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები. კიევის მცხოვრებლები პატივს მიაგებენ დედაქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული საჰაერო იერიშების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. საჰაერო იერიში განხორციელდა კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზეც.
„უნდა განვბლოკოთ ივანიშვილისგან დაბლოკილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ — არმაზ ახვლედიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ წარდგენილ პოლიტიკურ პლატფორმას, „ერთიანობას“, შეუერთდა არმაზ ახვლედიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისში პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. „უნდა განვბლოკოთ ივანიშვილის მიერ დაბლოკილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიზაცია. ეს მოიტანს კეთილდღეობას, განვითარებულ, გამარჯვებულ, ყველასთვის სასურველ საქართველოს“, — ამბობს არმაზ ახვლედიანი ნეტგაზეთთან. არმაზ ახვლედიანი პასუხობს კითხვას, რატომ შეაჩერა „ქართული ოცნების“ ყოფილმა […]