“მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ” – გერმანიის ელჩი საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაზე

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი. საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, აუდიტორიისთვის მიმართვისას გერმანიის ელჩმა საქართველოში საზოგადოებას შეახსენა, რომ „ევროკავშირი არის ჩვენი […]
საქართველოსა და ირლანდიას შორის გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი […]
პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 9 ივლისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების […]
Reuters – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დღეს დოჰაში განახლდება და მასში მონაწილეობას ეგვიპტის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები მიიღებენ. „თანხმობა ბევრ საკითხზე არსებობს“, – განაცხადა წყარომ. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა და […]
ლაზარე გრიგორიადისი – ადმინისტრაციული მქონდა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს – ჩემი პროტესტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი, ჯებირზე დავაკაკუნე, დაკავებები რომ დაიწყეს, წამოვედი

უსამართლო გადაწყვეტილებაა,- ასე გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის სამართალდამრღვევად ცნეს. გრიგორიადისის განმარტებით, მისი ქმედებები გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა და პოლიციელებს სასამართლოში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდათ. „სირცხვილია, რომ სასამართლოში საქმეები ისევ ისე გვარდება, როგორც ადრე. როცა პირველად დამიჭირეს, მაშინაც იგივე მოხდა, არანაირი ფაქტი არ იყო და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღეს. ახლაც ადმინისტრაციული მქონდა და […]
გიგი წერეთელი ნატოს სამიტზე – ხელისუფლება მისი პოლიტიკითა და ნაბიჯებით გვაშორებს დასავლეთს და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს მარტოებს

ხელისუფლება მისი პოლიტიკითა და ნაბიჯებით გვაშორებს დასავლეთს და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს მარტოებს, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მიმდინარე ნატოს სამიტს. როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დამძიმებული და გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხი არ იქნებოდა დღის წესრიგში. „ყველა განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვრჩებით […]
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტნიორები მცდელობას არ აკლებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ არ დაიხუროს

პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობას” ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტნიორები მცდელობას არ აკლებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ არ დაიხუროს. როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ერთადერთ გამოსავლად მიაჩნიათ ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც საქართველოს ევროკავშირის გზაზე დააბრუნებს. „ჩვენი გერმანელი მეგობრები, ბუნდესტაგის წევრები, პოლიტიკოსები მცდელობას არ აკლებენ, მოიძებნოს გზები იმისთვის, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არ გაფუჭდეს და […]
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მეხუთედ მოიპოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით, გერმანული კომპანიის TÜV NORD CERT GmbH მიერ ჩატარებული აუდიტი წარმატებით გაიარა და ISO 9001:2015 სერტიფიკატი მეხუთედ მოიპოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აუდიტმა სტანდარტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი მოიცვა და სრული მოცულობით შემოწმდა სააგენტოში მოქმედი პროცესები. მათივე ინფორმაციით, […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისია ხვალ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს

ხვალ, 10:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, კომისია გასაუბრებას გამართავს: გიორგი ბურჯანაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან, მანუჩარ კაკოჩაშვილთან, კახა წიქარიშვილთან და თამარ ალფაიძესთან. გასაუბრება და კონკურსანტების შეფასება მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. „გასაუბრების პროცესის პირდაპირი […]
„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი ორიგინალი წარმოების აალების სანთლებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ქარხნული წარმოების, ორიგინალი აალების სანთლების შეძენას მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, აალების სანთლების შეძენაზე სპეციალური შეთავაზება, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება. როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, აალების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომობილში, ხოლო მისის შემადგენელი ნაწილი – აალების სანთელების […]