იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და გამოიცა სასჯელაღსრულების სამართლის ახალი სახელმძღვანელო. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმძღვანელოზე იმუშავეს მორის შალიკაშვილმა, გივი მიქანაძემ, ზოია ხასიამ და ნუნუ მაღლაკელიძემ. „სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პენიტენციური კოდექსის ნორმათა ანალიზს, სასჯელაღსრულების სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ახალი სახელმძღვანელო განკუთვნილია […]
თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის. „წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ […]
მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდ
მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდ მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა. მიღწევა საქართველოსთვის საეტაპო მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს […]
DevOps-ის სამაგისტრო პროგრამა მათთვის, ვისაც ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაღრმავება სურს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი IT სფეროთი დაინტერესებული როგორც დამწყები, ისე გამოცდილი სპეციალისტებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას აგრძელებს. ინფორმაციული სისტემების მართვის პროგრამა DevOps-ი BTU-ში 2020 წელს დაინერგა და თითქმის 4 წლის განმავლობაში უამრავ სპეციალისტს მისცა შესაძლებლობა, ახალი ცოდნა და უნარები შეეძინათ და კარიერულად კიდევ უფრო განვითარებულიყვნენ. ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, […]
ოთარ შამუგიამ ქედაში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქედაში, სოფელ წონიარისში მდებარე კალმახის საინკუბაციო საამქროში იმყოფებოდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საამქრო ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯს“ ეკუთვნის. „საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევიწყოთ ხელი ამ პროცესს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი […]
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში გააფორმოს

სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში გააფორმოს, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა. ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. არარატ მირზოიანმა ენტონი ბლინკენს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – უფლებააყრილ და სუვერენიტეტდაკარგულ ევროკავშირში არათუ არ მიგვიღებენ, პირიქით, ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ გაერთიანებაში – მათ სურთ საქართველოში იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს

ევროკავშირის მხრიდან 30 მილიონიან პროგრამის შეწყვეტა საქართველოს „დასჯას“ ემსახურება, – ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – „მათ სურთ საქართველოში იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს და ამ რეალობაში ეს დავალება ომის დაწყებას გულისხმობს“. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „აშშ-ში არსებულ მართვის […]
კანადა უკრაინის დასახმარებლად 360 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ პაკეტს გამოყოფს

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. პაკეტის ჯამური მოცულობა 360 მილიონ დოლარზე მეტია. ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე უკრაინაზე მასირებული თავდასხმა და ბავშვთა კლინიკის დაბომბვა განიხილეს. ტრუდოს თქმით, კანადა მზად არის დაშავებულებს და დაზარალებულებს ნებისმიერი სამედიცინო დახმარება გაუწიოს. “ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოსმენა. მადლობა თქვენ დახმარებისთვის, […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია თბილისშია. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა X-ის საკუტარ გვერდზე გამოაქვეყნდა. ის თბილისში გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს. “ჩამოვედი თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ, მათ შორის მათი [ხალხის] თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით. ამერიკა […]
საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები არათუ უნდა დაუბრუნდეს იმ ბოლო ნიშნულს, სადაც იყო, არამედ ეს პარტნიორობა უნდა გავაძლიეროთ – ზალკალიანი

საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა და ის ურთიერთობები, რომელიც დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ჩამოყალიბდა, არ იმსახურებს დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენ, არათუ უნდა დავბრუნდეთ ბოლო ნიშნულზე, სადაც ვიყავით, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ეს პარტნიორობა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ილია დარჩიაშვილსა და ენტონი ბლინკენის […]