რუსეთმა იულია ნავალნაია ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა

11 ივლისს, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. ორი დღით ადრე, 9 ივლისს, მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად იულია ნავალნაიას დაკავების განკარგულება გასცა. რუსეთის სასამართლოში ნავალნაიას, რომელიც რუსეთში აღარ ცხოვრობს, “ექსტრემისტული” დაჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს. ეს გადაწყვეტილება რუსეთმა, ნავალნაიას ნიუ-იორკის ადამიანის უფლებათა ფონდის ხელმძღვანელად არჩევის შემდეგ […]
“კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს – ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო” – ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

„ტუტოსპორტი“ დღევანდელ ნომერში წერს, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იცის, როგორ დაამყაროს ურთიერთობა ხვიჩა კვარაცხელიასთან, თუ ფეხბურთელი უკმაყოფილო იქნება, გვერდით დაისვამს და იქამდე ელაპარაკება, ვიდრე მის სახეს ღიმილი არ დაუბრუნდება. აღნიშნულია, რომ კვარაცხელიაზე პსჟ-ის შეთავაზებული წლიური 11 მილიონი ევროს ოდენობის გასამრჯელოს გამო ზეწოლა ძლიერია და აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის მიერ შეთავაზებული 5.5 მილიონის ნაცვლად […]
საფრანგეთის სადეპორტაციო ციხიდან გაათავისუფლეს ასლან მასხადოვის მრჩევლის შვილი. რუსეთში მას საფრთხე ემუქრება

საფრანგეთის სადეპორტაციო ციხიდან გათავისუფლდა ჩეჩნეთის 45 წლის მკვიდრი, შეიხ-ახმედ მუსაიტოვი, რომელსაც კანონი ავალდებულებს კვირაში ორჯერ აღრიცხვაზე დადგეს პოლიციაში. მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ მას გააუქმა დევნილის სტატუსი და ახალ იგეგმება მუსაიტოვის რუსეთში გაძევება. სადაც მას საფრთხე ემუქრება. მუსაიტოვი 25 ივნისს სტრასბურგში დააკავეს და აეროპორტის პოლიციის საიმიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, 24 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ამის […]
“ბორჯღალოსნები” | როტაციით და ორი დებიუტანტით იაპონიასთან

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა იაპონიასთან სენდაიში, “იურტეკ სთედიუმზე” გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა 13 ივლისს, საქართველოს დროით 14:05 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი იტალიელი ანდრეა პიარდია, რომელსაც ქართველებთან არაერთხელ უმსაჯია. 5 ივლისს ბათუმში, ფიჯისთან (12:21) გამათული თამაშის შემდეგ, კოკერილმა 23-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა. 9 ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ ალანია გამოჩნდა. […]
„განსასჯელის სკამზე ვარ ჩაუდენელი დანაშაულისთვის” — ქაცარავას საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დავით ქაცარავას საქმეზე სხდომა გადადო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ქაცარავას შსს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება, გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოცხადდება. დღევანდელ სხდომაზე დავით ქაცარავას მხარემ ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელზე დაყრდნობითაც ადვოკატები აცხადებენ, რომ ქაცარავას მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციელების შეურაცხყოფას: „ეს ბრალდება სამწუხაროდ არის ტენდენციური […]
კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI ACT მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. ინფორმაცია ფორმულას აშშ-ის ბიუროს კონგრესმენ ჯო უილსონის ოფისში დაუდასტურეს. ცნობილია, რომ მოცემული აქტი კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ 41-6-ის წინააღმდეგ მიიღო, რაც, შესაბამისად, უახლოეს დღეებში გზას უხსნის პალატის მიერ სრულ კენჭისყრას. MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული […]
ნათია ლეთოდიანი გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი

ნათია ლეთოდიანი გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, “დროას” წევრის, ნათია ლეთოდიანის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ლეთოდიანი ცნობილი აქტივისტი და ზიზღის გამავრცელებელია, რომელმაც ელენე ხოშტარიასგან იცოდა, […]
ცესკომ საქსტატის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI Act-ი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო. შესაბამისი კენჭისყრა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის – საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, შემოკლებით MEGOBARI Act-ი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კენჭისყრაზე დღეს გაიტანეს, განხილვა კი გუშინ გაიმართა. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, […]
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ პროცესს მონიტორინგს ეუთო/ოდირის ექსპერტები უწევდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევ პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები. ამის შესახებ ინფორმაციას ODIHR ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მონიტორინგის დეტალური ანგარიში ამ წლის ბოლოს გამოქვეყნდება, რომელშიც მოცემული იქნება ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ. ,,დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა […]