„საქპატენტის“ თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის […]
ხობის კულტურის სასახლეში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლების მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პედაგოგების და აღსაზრდელების მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბაღებში განხორციელებული პროექტები მოიცავდა: გარემოს დაცვასთან, სახანძრო უსაფრთხოებასთან, ცხოველთა და ფრინველთა დაცვის აუცილებლობასთან, მუსიკალური საკრავების და საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს. „ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი […]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Car rental-ის სერვისის მესამე საერთაშორისო ბრენდმა დაიწყო

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება საერთაშორისო ბრენდმა Europcar-მა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მესამე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს სთავაზობს. „კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდით, Goldcar-ითაც არის წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლებს უახლესი, როგორც პრემიუმ კლასის ავტომობილების, ისე ბიუჯეტური ტიპის ავტომობილების […]
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა 1 524 223 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს თავი განზრახ აარიდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბაიდენმა ზელენსკის შეცდომით პუტინი, ხოლო კამალა ჰარისს ტრამპი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას შეცდომით უკრაინის პრეზიდენტი “ვლადიმირ პუტინად” წარადგინა, ხოლო მის ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს შეცდომით “ვიცეპრეზიდენტი ტრამპი” უწოდა. ბაიდენი სიტყვით NATO-ს სამიტის ფარგლებში 23 მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერის გვერდით გამოდიოდა. იგი უკრაინის დახმარებისა და რუსეთის აგრესიის შეჩერების მნიშვნელობაზე საუბრობდა, რის შემდეგაც მან ზელენსკი არასწორად წარადგინა. “ახლა მინდა [სიტყვა] გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც იმდენივე […]
ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 12 ივლისს ბათუმში მოხდა. ინფორმაციას აჭარათაიმსი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. ტაბულა დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

“საკმარისია ხედავდე იდეას” – ეს არის თიბისის მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინოვაციური იდეა აქვს და ფინანსურ მხარდაჭერას ეძებს. თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომლის მოგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, თიბისის ახალი კამპანია შენთვისაა, რადგან თიბისი ინოვაციურ სტარტაპ იდეებს აფინანსებს. კამპანიის ფარგლებში გაიცემა სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომელიც არ საჭიროებს ქონებრივ უზრუნველყოფას და დიდ გამოცდილებას. მთავარი […]
ბათუმში სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მათი ცნობით, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა. წყარო: „ინტერპრესნიუსი“
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს

„საკმარისია ხედავდე იდეას“ – ეს არის თიბისის მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინოვაციური იდეა აქვს და ფინანსურ მხარდაჭერას ეძებს. თუ გაქვს ინოვაციური იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, თიბისის ახალი კამპანია შენთვისაა, რადგან თიბისი ინოვაციურ სტარტაპ იდეებს აფინანსებს. კამპანიის ფარგლებში გაიცემა სესხი ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომელიც არ საჭიროებს ქონებრივ უზრუნველყოფას და დიდ გამოცდილებას. მთავარი […]