ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სალომე ზურაბიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

საქართველოს პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. პრეზიდენტის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს უკვე შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი სარჩელის მნიშვნელობაზე ერთხმად თანხმდება. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ კანონის გაუქმების მიზნით ყველა კანონიერი გზის გამოყენება აუცილებელია, თუმცა მათ ბევრი შეკითხვა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს კეთილსინდისიერებასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპთან უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზები განიხილა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფლორიდაში დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შეახებ ორბანმა სოციალურ ქსელში X დაწერა. „მშვიდობის მისია 5.0. ჩემთვის დიდი პატივი იყო დღეს მარ-ა-ლაგოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობის დამყარების გზები განვიხილეთ. დღის კარგი ამბავი: ის ამ პრობლემის მოგვარებას აპირებს“, – წერს უნგრეთის პრემიერი.
„უცხოური გავლენის“ კანონმა დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება – ნიდერლანდების ელჩი

ნიდერლანდელმა დეპუტატებმა საქართველოში ვიზიტის დროს სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს „უცხოური გავლენის“ კანონთან დაკავშირებით, რომელმაც დე ფაქტო გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ზე წერს. „ნიდერლანდების პარლამენტის დელეგაცია რეგიონული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტს, [და] პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნიდერლანდელმა დეპუტატებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, […]
ზიანის ან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს პაციენტმა – იურისტ გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

თუ ჩვენ გვინდა, რომ სამედიცინო დაწესებულებისგან ზიანის ანაზღაურება მოვითხოვოთ, მივმართავთ სასამართლოს. როცა გარკვეული პრეტენზია გვაქვს კლინიკის ან კონკრეტული ექიმისადმი და ვთვლით, რომ არ გაგვიწია შესაბამისი მომსახურება, ან გაგვიწია მომსახურება, მაგრამ ზიანი მიადგა ჩვენს ჯანმრთელობის, ამ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით და საჩივრის ფორმით კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის მიმართ, – ამის შესახებ რადიო […]
საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა – GCCA

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში – ეკონომიკური აგენტების 11 941 კონცენტრაცია დარეგისტრირდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 11 931 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების ერთობლივი შემოსავალი, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა […]
ALTHAUS ბრენდის ქვეშ მოექცა შავი ჩაი, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს მწვანე და თეთრ ჩაიზეც – ნათია ნადირაშვილი

ქართული ჩაი ევროპული ბრენდ ALTHAUS-ის ქვეშ მოექცა, – ამის შესახებ ჩაის მასტერების საერთაშორისო ასოციაციის (ITMA) წევრმა და ALTHAUS-ის ბრენდის ელჩმა საქართველოში ნათია ნადირაშვილმა bm.ge-ზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ამ პროცესისთვის 4-წლიანი სამუშაოები დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში კი როგორც ნიადაგმა, ისე პროდუქციის ფესვმა, ღერომ და ფოთოლმა უამრავი ლაბორატორიული კვლევა და ტესტირება გაიარა. „პირველად გაჩნდა შეგრძნება რაღაც […]
ცნობილია პირის ვინაობა, რომელიც ნაკრების წევრებს ემუქრებოდა – ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ცნობილია პირის ვინაობა, რომელიც ნაკრების წევრებს ემუქრებოდა – ბრალდებულს 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე სასამართლომ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმა, ნოდარ ნიშნიანიძე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების განცხადებით, ის ფეხბურთელებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სიძის არყოფნის გამო იყო უკმაყოფილო და ფეხბურთელებს და […]
ანა ბუჩუკური – გავრცელებული იყო „ფეიკი“, რომ შალელაშვილი ქმნის პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო, ტყუილია, ხალხო, ტყუილი! – „ლელოს“ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ „განაცდნენ“

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური აცხადების, რომ მისი პარტიისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ უსურვებს ისე გადალახოს ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ “განაცდნენ”. ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. “ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, […]
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II-ის“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა – საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR). სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა. ამასთან, […]