სახალხო დამცველი და მისი მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევანი იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ლადო რაზმაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით აპარატის უფლებამოსილებაზე, საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებისა და საქმეების შესწავლის პრაქტიკაზე ისაუბრა. „მხარეებმა […]

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას იწყებს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მოთხოვნით, დღეიდან უვადო გაფიცვას იწყებს. როგორც გაფიცვის მონაწილე აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანიის შიდა მენეჯმენტის მხრიდან აქციებთან და აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოხმაურება არ ყოფილა. მისივე განცხადებით, უწყვეტი გაფიცვა პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. „ახლა ვიმყოფებით „ევოლუშენ […]

პაპუაშვილი: საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთიდან არ გვაქვს, გაუგებარია ელჩის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, “არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთიდან არ გვაქვს” და ელჩის განცხადება “არ შეესაბამება სიმართლეს”. “საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შემოდის, ამიტომ ცოტა გაუგებარია რას ეხებოდა ეს განცხადება. საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური დახმარების ინსტრუმენტი, როცა ამაზეა საუბარი არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთიდან არ გვაქვს”. – […]

კუბილიუსი: ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს

ქართული ოცნება საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველებს შეუძლიათ ქართული ოცნება გადაირჩიონ და დააბრუნონ თავიანთი ქვეყანა [ევროატლანტიკურ] გზაზე. თუმცა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა დარჩეს ერთიანი და ერთგული ქართული ქარტიის მიმართ.

„რატომ ამტკიცებდნენ საერთოდ ამ პაკეტს?“ — პაპუაშვილი EU-ს დახმარების შეჩერებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, მათ შორის, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვაზე. ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსული კანონის მიღებისა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებების პასუხად მიიღო. მიუხედავად დახმარების შეჩერებისა, შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეხება „ერთ კონკრეტულ საკითხს“ და არა ჯარის […]

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში „Deutsche Wein und Sommelierschule“ ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ღონისძიებას, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი (Yvonne Heistermann) უძღვებოდა, მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ. წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას, […]

ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს

ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში 4 ახალგაზრდა დააფინანსა. როგორც ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომისიის სხდომა ტექნოპარკში გაიმართა. „ლუკა ჭეჟია და სანდრო ბულია 2-12 აგვისტოს მიემგზავრებიან ბრიტანეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ბანაკში Red Rose Camp 2024 -ში. ლუკა ჭეჟია ივანე ჯავახიშვილის თბილისის […]

ნინო დოლიძე – არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაკვირვება და გამჭვირვალობაა, „რუსული კანონი“ კი ამ მიმართულებით დამაზიანებელია და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას ხელს შეუშლის

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაკვირვება და გამჭვირვალობაა, „რუსული კანონი“ კი ამ მიმართულებით დამაზიანებელია და ხელს შეუშლის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას. ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ეზრა ზეიასთან შეხვედრამდე, რომელიც სწორედ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. მისივე თქმით, კვლავ […]

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმის პიკია, როცა სალომე ზურაბიშვილი, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით – ის რომ კონსტიტუციურ სტანდარტს ემორჩილებოდეს, თანამდებობიდან გადადგებოდა

ცინიზმის პიკია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავად დაარღვია კონსტიტუცია, რაც დადასტურებულია, კითხვებს სვამს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციურ სტანდარტს რომ ემორჩილებოდეს, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ […]

ბიუჯეტში ლუდის აქციზიდან ხუთ თვეში ₾24 მილიონი შევიდა

2024 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტმა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 24 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 5%-ით მეტია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. ბიუჯეტის მიერ მიღებული სააქციზო შემოსავლები ასეთია: ადგილობრივი წარმოების ლუდზე – 21.2 მილიონი ლარის აქციზი; იმპორტირებულ ლუდზე – 3 მილიონი ლარის აქციზი. ცნობისთვის, საქართველოს […]