ბაიდენს გვარები აერია — მან ზელენსკი პუტინად მოიხსენია

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვაშინგტონში, ნატოს სამიტის მიმდინარეობისას, ზელენსკისა და პუტინის გვარები აერია და უკრაინის პრეზიდენტი შეცდომით პუტინად მოიხსენია. ბაიდენმა შეცდომა რამდენიმე წამში გამოასწორა, რასაც ზელენსკიმ ღიმილითა და ხუმრობით უპასუხა. „აქამდეც მითქვამს, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. გამარჯვება უკრაინისა იქნება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას. ამას ამბობს ჩვენი შეთანხმებაც, ხმამაღლა […]

„ევოლუშენ ჯორჯიას“ დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

ონლაინ კაზინო „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფიცვაში, რომელიც დღეს 12 ივლისს დაიწყო, 5 000-მდე ადამიანი მონაწილეობს, რაც „ევო-კავშირის“ ცნობით, კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, […]

ჯაფარიძე მედიას: ოპოზიციაში განსხვავებებისა და წარსული დაპირისპირებების ძიება პრობლემაა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კრიტიკულ მედიას მიმართავს და წერს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის სხვაობებისა და დაპირისპირების ხაზგასმა არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხებას ხელს უშლის. “ნომერ პირველი ხელის შემშლელი ფაქტორია – როდესაც ადამიანები უყურებენ, ოპოზიციური პარტიები როგორ ჩხუბობენ ან ერთმანეთს აგინებენ. ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებისა და ერთმანეთში წარსულში არსებული დაპირისპირებების ძიება, […]

პარლამენტი 6.7 მლნ ლარის ღირებულების 60 ავტომობილს ყიდულობს

საქართველოს პარლამენტი 6.7 მლნ ლარის 60 ავტომობილს ყიდულობს. ახალი ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა და განაცხადების მიღება 13 აგვისტოს სრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, პარლამენტი გეგმავს, რომ I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილები შეიძინოს. ერთი ერთეული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 92,630.00 ლარს, ხოლო 150 000 კმ-ზე ერთეული ავტომანქანის ღირებულებად – […]

ადიგენის მუნიციპალიტეტში საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო – პროექტის ბიუჯეტი 1,099,940 ევროა

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხეში, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II-ის“ ფარგლებში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა – საპიკნიკე და საკემპინგე ადგილი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR). სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სოფელ მოხეში მდებარე ჩანჩქერების კასკადს ახალი საფეხმავლო ბილიკიც დაემატა. ამასთან, […]

უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა

უკრაინამ დეკლარირებულად დაამტკიცა აგენტურის პოლიტიკურ ნებაზე უკრაინის პოლიტიკის დამოკიდებულება როცა ეს ყველაფერი სამართლებრივად ბრძანებით გააფორმა „უკრაინის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებებით ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც უკრაინაში პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული – 100%-იანი დაცვა აქვთ.“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე […]

გაწირეს უკრაინელი ერი – ზურაბ ქადაგიძე

გაწირეს უკრაინელი ერი – ზურაბ ქადაგიძე წარმოიდგინეთ, დეკლარაციის შევსებაზე რა ამბავი ატეხეს ჩვენთან და ომში ვინ გაგვაწვევინებდა გიგაურის ხელის ბიჭებს?! სალომე ზურაბიშვილს “დედალ” ზელენსკიდ აქცევდნენ, ლომჯარიას – პოდოლიაკად, ხოლო ელისაშვილი ყველგან გონჩარენკო დარჩებოდა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და მათ ე.წ. […]

დასავლეთის ნაწილი საქართველოსთან მიმართებით დღესაც ძველ შეცდომებს იმეორებს, როცა გვეუბნება, რომ დააფინანსებენ არა ქართულ ჯარს, არამედ იმ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან

დასავლეთის ნაწილი საქართველოსთან მიმართებით დღესაც ძველ შეცდომებს იმეორებს, როცა გვეუბნება, რომ დააფინანსებენ არა ქართულ ჯარს, არამედ იმ კრიმინალებს, რომლებიც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არა მხოლოდ 2008 ან 2014 წელს დაუშვეს ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოსთან (და ასევე უკრაინასთან) მიმართებაში, არამედ დღესაც იმავეს აკეთებენ. სამწუხაროდ, ეს უბრალოდ შეცდომები კი არა, შეგნებული დანაშაულია ჩვენი ქვეყნებისა […]

წარმოიდგინეთ, ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი- ანუ, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ

წარმოიდგინეთ, ჩართულები ვართ რუსეთ-უკრაინის ომში, მხოლოდ ჩვენი შვილები მიჰყავთ ომში, ლომჯარიებს, უსუფაშვილებს, გიგაურებს ექნებათ ჯავშანი- ანუ, თუ ფინანსდები უცხოეთიდან, ხარ აგენტი და ასრულებ დავალებას, მაშინ შენი პატრონები გიცავენ ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა. მისი თქმით, თუ ფინანსდები […]

ევროკავშირში უკრაინის ვითომ გაწევრიანების ფასი ესაა – აგენტი “ენჯეოშნიკების” სახელმწიფო ვალდებულებებისგან გათავისუფლება

ევროკავშირში უკრაინის ვითომ გაწევრიანების ფასი ესაა – აგენტი “ენჯეოშნიკების” სახელმწიფო ვალდებულებებისგან გათავისუფლება „ევროკავშირში უკრაინის ვითომ გაწევრიანების ფასი ესაა – აგენტი “ენჯეოშნიკების” სახელმწიფო ვალდებულებებისგან გათავისუფლება“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის მთავრობის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ და ე.წ. ჯავშანი მისცეს. აბაშიძის თქმით, იგივე სურთ უსამშობლო “ნაცარასამთავრობოებს”. ისინი ქადაგებენ სისტემის ე.წ. დანგრევაზე, […]