პარლამენტი 18-19 ივლისს რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საკომიტეტო განხილვას. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით იქნება მიღებული რიგგარეშე სხდომაზე, რომლის მოწვევაც 18-19 ივლისს იგეგმება. მეორე და მესამე მოსმენით კი კანონპროექტს საშემოდგომო სესიაზე უყრიან კენჭს. პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიით მსჯავრდადებულთა დაახლოებით 10%-მდე გათავისუფლდება, ხოლო […]
ოცნებასთან ერთად EU-ში ინტეგრაციის გზას ვერ დაუბრუნდებით – კუბილიუსის წერილი ქართველ ხალხს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს მოსახლეობას ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ქართველი ამომრჩევლის ხელშია ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც ევროკავშირში გაწევრიენებასა და დემოკრატიის გათავისუფლებას მოიცავს. კუბილიუსი ვრცელ წერილში ოპოზიციის ერთობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს ერთობა შეინარჩუნონ, რადგან მისივე თქმით, ქართული ოცნება მის ჩამოშლას შეეცდება. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზა […]
რობინ ვაგენერი – ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ მრავალ სფეროში გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა მოგვიწევს

ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი სფეროს გადახედვა მოგვიწევს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ევროპული გაერთიანება კვლავ დაინტერესებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო პროცესი დაპაუზებულია. რობინ ვეგენერმა […]
ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
2025 წელს საქართველოს მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე – 2024-2030 წლების სტრატეგია

2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ხოლო 2030 წლისთვის, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში წყლის სტაბილური მიწოდებისთვის შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება. მაღალი […]
საუთგეიტს დარჩენას ნებისმიერ შემთხვევაში შესთავაზებენ – ახალი კონტრაქტი უკვე მზადაა

ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს კონტრაქტის გახანლგძრივებას 2026 წლამდე სთავაზობს. მოგეხსენებათ, ინგლისელები ევრო 2024-ის ფინალში არიან გასული, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდებიან. საუთგეიტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და თუ მისმა გუნდმა ფინალი დათმო, ახალ შრომით ხელშეკრულებას მაინც შესთავაზებენ. თავად ინგლისელმა სპეციალისტმა თქვა, თუ ევრო 2024-ზე ვერ იჩემპიონებდნენ, […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები გადახადა, განადგურდა მოსავალიც

11 ივლისს, საღამოს, ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მაწიმის თემში (სოფლები მაწიმი და რაჭისუბანი), 15-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. ნაწილში წვიმა ჩავიდა და ავეჯთან ერთად დააზიანა ტექნიკაც. ერთ-ერთი დაზარალებულის, მარიამ გოგოლაძის თქმით, სტიქიის დროს სახლის ჭერი ჩამოინგრა: „ბავშვები ოთახში იყვნენ, ჭერი რომ ჩამოვარდა… გადავრჩით. სახლს სახურავი აქვს გადახდილი, დაზიანდა კედელიც. ავეჯი და ტექნიკა თითქმის აღარ ვარგა. […]
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილ სადავო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა – დოკუმენტი პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდება

12 ივლისს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილის შესახებ ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, თუმცა არც მოტივირებული შენიშვნებით არ დააბრუნა პარლამენტში, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა შესწორებას ვეტო არ დაადო. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დღეს თავად მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც […]
NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს – პაპუაშვილი

“NATO-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს გაწევრიანების დაბლოკვით, გერმანიამ და საფრანგეთმა “მისცეს გარკვეული შესაძლებლობა რუსეთს, აგრესია განეხორციელებინა”. “პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ თქვა, რომ 2008 წელს ბუქარესტში იმით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს მიღება ნატოში, მისცეს გარკვეული შესაძლებლობა რუსეთს იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა, […]