ლუკაშენკოს თქმით, უკრაინის საზღვართან სიტუაცია განიმუხტა და ძალების გამოყვანა ბრძანა

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამხედროების გამოყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ლუნინეცკის რაიონში სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ლუკაშენკოს თქმით, უკრაინამ საკუთარი ძალები, რომლებიც ბელარუსის საზღვართან ჰყავდა განლაგებული, გაიყვანა. “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა მომახსენა, რომ ჩვენი განსაზღვრული მუშაობის შემდეგ, უკრაინელებმა საკუთარი შეიარაღებული ძალები და დამატებითი სამხედროები, რომლებიც ჩვენს საზღვართან გადმოისროლეს, საზღვრიდან გაიყვანეს და […]
ბუდანოვი: პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის თქმით, ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი. ამის შესახებ ბუდანოვმა NV-სთან ინტერვიუში ისაუბრა. “[პუტინზე თავდასხმის] მცდელობები იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა”. – თქვა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, პუტინი დიდი ხანია, მისი წრისთვის კომპრომისული ფიგურა აღარ არის. მისი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ, რუსებს იგივე განცდა ექნებათ, რაც […]
როგორ ჩაიარა “არქის” დიდი ფასდაკლების დღემ?

უძრავი ქონების სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი საყრდენია. ამ ბაზარზე არაერთი კომპანია ოპერირებს, რომლებიც მომხმარებელთა გულის მოგებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. დეველოპერულ კომპანიებს შორის უნიკალური მიდგომა “არქიმ” აირჩია, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ “დიდი ფასდაკლების დღეს” აწყობს, როცა ადამიანებს ბინებს დიდი ფასდაკლებით სთავაზობს. 2024 წლის რიგით მეორე დიდი ფასდაკლების დღეზე “არქის” გენერალურმა დირექტორმა “საქმიან საღამოში” ისაუბრა. შიო ხეცურიანის განცხადებით, […]
ფორმულა: სენატორი შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს

ფორმულას ვაშინგტონის ბიუროს ინფორმაციით, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს. ეს ინფორმაცია სენატორმა შაჰინმა ბიუროს ხელმძღვანელს, დემნა დევდარიანს დაუდასტურა. “ჯინ შაჰინთან მქონდა კომუნიკაცია. ის მიდასტურებს რომ მუშაობს მისიაზე. ის აპირებს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ოქტომბერში და დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე არჩევნებს 2012 წლის მსგავსად, როცა ჯინ შაჰინი სენატორ რიშთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და […]
ნობელის პრემიის ლაურეატებმა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისკენ მოუწოდეს

51-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლის ავტორებიც პოლიტიკოსებს უკრაინასა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდებენ. მიმართვის ადრესატები არიან კონფლიქტების მხარეები და ასევე რომის პაპი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, დალაი ლამა, გაერო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. დოკუმენტს “ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს. ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის გარდა, მიმართვის ავტორები მოითხოვენ ყველა ტყვის გაცვლას, მძევლების გათავისუფლებას, […]
ბოლნისში ხორბლის სავარგულები დაიწვა

ბოლნისის რაიონში ხორბლის სავარგულები დაიწვა – ამ დროისთვის ზარალის ოდენობა და დამატებითი დეტალები უცნობია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა. წყარო: spnews
ისრაელის მორიგ იერიშს ღაზაში ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზაში მორიგი ავიაიერიში მიიტანა, რასაც, ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 71 ადამიანი ემსხვერპლა, 289 კი დაშავდა. დაჭრილთა უმრავლესობას ჭრილობები ბომბების ნამსხვრევებით აქვს მიყენებული, მათი ნაწილი კი ქალი და ბავშვია. თავის მხრივ, ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქ ალ-მავასში განხორციელებული დარტყმის სამიზნე იყო ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის მთავარი დამგეგმავი მოჰამედ დეიფი. როგორც BBC წერს, ადგილი, […]
რეკორდული სიცხე დასრულდა – გლობალური ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

თურქი კლიმატოლოგის, ლევენტ კურნაზის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში, როდესაც ელ-ნინიოს გავლენა დასრულდა და ლა-ნინიას გავლენა იზრდება, 2024 წლის ბოლო 6 თვეში რეკორდული ტემპერატურის ალბათობა პირველ 6 თვესთან შედარებით, გაცილებით დაბალია. მისი თქმით, 2024 წლის პირველი ექვსი თვე 0,9 გრადუსით თბილი იყო, ხოლო ბოლო 13-მა თვემ ყველაზე ცხელი თვის რეკორდი მოხსნა. კურნაზი განმარტავს, რომ ელ-ნინიო, რომელიც […]
რუსული კლუბი სემინარზე: პროექტი არცერთი უცხოური ქვეყნის მიერ არ არის დაფინანსებული

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო მირაჟში რუსული კლუბის მიერ ორგანიზებული სემინარის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, რუსულმა კლუბმა სემინართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის საამაყო კულტურულ-საგანმანთლებლო პროექტი, რომელიც “არცერთი უცხოური ქვეყნის მიერ არ არის დაფინანსებული”. მათი განმარტებით, პროექტი “მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ”. შეკვეთილში რუსეთის ფედერაციის სექციის უფროსის გამოჩენას კი ორგანიზაცია პუშკინის 225 […]
ისრაელის თქმით, იერიში მიიტანეს მოჰამედ დეიფზე, 7 ოქტომბრის თავდასხმის ავტორზე

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში მიიტანეს ჰამასის ერთ-ერთ მაღალ სამხედრო ლიდერზე, მოჰამედ დეიფზე, რომელსაც იერუსალიმი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედს უწოდებს. დეიფის გარდა დარტყმის სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რაფაა სალამე იყო. ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ლიდერებზე იერიში მიიტანეს მაშინ, როცა ისინი საბრძოლო მასალის საწყობის მახლობლად, ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში იმყოფებოდნენ. ჰამასის მტკიცებით, იერიშს […]