დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტი, თუმცა… შურისძიება ბათუმის გამო?!

დღეს, 14 ივლისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის ფინალია და ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” (71 000 მაყურებელი) კონტინეტის მეფეს გვირგვინს დაადგამენ – ესპანეთი თუ ინგლისი? მიუხედავად იმისა, “ფურია როხა” უმრავლესობის აზრით ფავორიტია და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მართლაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მითუმეტეს, 1966 წლის შემდეგ “ფეხბურთის სახლში” […]
მდინარაძე ტრამპის მკვლელობის მცდელობაში “გლობალური ომის პარტიის” კვალს ხედავს

“საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო” – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას ეხმაურება. “გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება […]
მამუკა მდინარაძე – პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა

გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ურმავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის თქმით, „პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა”. „პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას […]
ვლოცულობ მისთვის… – ბაიდენი ტრამპზე

მოხარული ვარ, რომ ტრამპი კარგად არის, ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარ სროლას. როგორც ბაიდენი აცხადებს, ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. „მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. […]
იმერული სტუმარ-მასპინძლობა ბიუჯეტის ხარჯზე

იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ მიმდინარე წელს სარესტორნო მომსახურებებით “მთავარი არხი” დაინტერესდა. ირკვევა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სუფრაზე განსაკუთრებით შემწვარი წიწილა, მოხარშული დედალი, მწყერი კეცზე, ბჟიტი ტყემალში და იმერული ხაჭაპური ხიბლავთ. რეგიონის 12 მუნიციპალიტეტიდან, საჯარო ინფორმაცია ნაწილმა დამალა და კანონის დარღვევით არ მოგვაწოდა, მეორე ნაწილი კი იძულებული გახდა, გაესაჯაროვებინა. · თერჯოლა – 28 992 ლარი; […]
შალვა პაპუაშვილი ტრამპზე თავდასხმაზე – პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს, იმედი მაქვს, ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს ექსტრემისტული ძალადობა

ღრმად შეშფოთებული ვარ ძალადობით, რომელმაც კინაღამ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი პრეზიდენტ ტრამპს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს. “პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ უნდა იყოს და იმედი მაქვს, რომ ეს საშინელი შემთხვევა შემობრუნების წერტილი იქნება, რომ ყველა წესიერმა ადამიანმა დაგმოს რადიკალური და ექსტრემისტული […]
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სავიზიტო ბარათი

წარმოგიდგენთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სავიზიტო ბარათს – ამ ბარათით 1925 წლის 19 აპრილს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თავის მეგობარს და თანამებრძოლს, ჯიბრაილ (ჯიბო) ყანჩელს აღდგომა მიულოცა და მეორე დღის „გეგმებიც“ გაუზიარა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეს სავიზიტო ბარათი და ფოტო, ქაქუცას მეგობრის, სვიმონ ციციშვილის შვილიშვილის, ქალბატონ ირენ ციციშვილის ოჯახში ინახება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ნება დართო ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ისინი […]
FBI-იმ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია. გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია თავდასხმაში ეჭვმიტანილის პოლიტიკური იდეოლოგია. რეგისტრაციის მიხედვით, კრუქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, თუმცა ფედერალური კამპანიის ანგარიშებში ჩანს, რომ 2021 წლის 20 იანვარს მან 15 დოლარი პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს გადაურიცხა. 13 ივლისის საღამოს, მაშინ, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე – ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება. „შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ზელენსკი სოციალურ […]
ევროკომისია X-ს ციფრული კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს

ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ს ევროკავშირში მოქმედი ციფრული მომსახურების შესახებ კანონის (DSA) დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ევროკომისიამ X-ის მიერ სამი სავარაუდო კანონდარღვევა გამოავლინა. სოციალური ქსელის მფლობელებს უკვე ეცნობათ აღნიშნულის შესახებ და მათგან ბრალდებებზე პასუხის გაცემას ელოდებიან. თუ X-ის მმართველების პასუხები არადამაკმაყოფილებელი იქნება, ევროკომისია იტოვებს უფლებას დააჯარიმოს კომპანია, ხოლო ჯარიმის ოდენობა წლიური […]