დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა… შურისძიება ბათუმის გამო?!

დღეს, 14 ივლისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის ფინალია და ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” (71 000 მაყურებელი) კონტინეტის მეფეს გვირგვინს დაადგამენ – ესპანეთი თუ ინგლისი? მიუხედავად იმისა, “ფურია როხა” უმრავლესობის აზრით ფავორიტია და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მართლაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მითუმეტეს, 1966 წლის შემდეგ “ფეხბურთის სახლში” […]

ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან თავს 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი დაესხა. FBI-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა და სროლის შემდეგ საიდუმლო სერვისმა მოკლა, პენსილვანიის შტატიდან იყო. CNN- წერს, რომ კრუქსი თავადაც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად იყო რეგისტრირებული, თუმცა აშშ-ის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იქნებოდა, […]

ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ ბაიდენი მას ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ მას ტელეფონით ესაუბრა. საუბრის დეტალები უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაიდენი ვაშინგტონში ნაადრევად ჩავიდა. ის დღეს ტრამპის მკვლელობის მცდელობის თაობაზე სამართალდამცავებთან და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტთან (DHS) შეხვედრას გამართავს. 13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში […]

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტი – დონალდ ტრამპი კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია

დონალდ ტრამპი კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის (RNC) ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ის მოუთმენლად ელის, რომ შემოგიერთდეთ მილუოკიში. ის გააგრძელებს თავისი ხედვის – “გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი” – გაზიარებას“, – ნათქვამია ტრამპის საარჩევნო კამპანიისა და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის განცხადებაში. ამასთან, მანამდე, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ […]

ირაკლი კობახიძე – გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის, XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჯანმრთელობას და სოლიდარობას უცხადებს. „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური […]

კოლუმბიაში გაუტყეურება 23-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

2023 წელს კოლუმბიაში დეფორესტიზაცია (გაუტყეურება) 36%-ით, 23-წლიან მინიმუმამდე შემცირდა, რაც ამაზონის რეგიონში გარემოზე ზემოქმედების შემთხვევების შემცირებით აიხსნება – ამის შესახებ ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყანაში 2023 წელს ტყის საფარის 792 კმ² ფართობი გაიჩეხა, 2022 წელს კი – 1235 კმ². განადგურებული მწვანე საფარის ძირითადი ნაწილი – 443 კმ² – ამაზონზე მოდის, ერთი წლით […]

მსოფლიო ლიდერები და ქართველი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპზე თავდასხმას

პოლიტიკოსები და პოლიტიკური ლიდერები გმობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტ და პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმას პენსილვანიის შტატში. უკვე კეთდება შეფასებები რომ 20 წლის მეთიუ კრუქსის ნასროლ ტყვია, რომელმაც გააჩინა შიში პოლიტიკაში მეტი ძალადობის რისკებზე, გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის შემდგომ ხასიათზე. „შოკირებული ვარ სროლით, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოხდა. […]

„უსაყვარლესი ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის სიმღერით ვეფერები კახეთს და თითოეულ თქვენგანს სიყვარულით“ – ნინო სურგულაძე ვიდეოს აქვეყნებს – Marao

მომღერალი ნინო სურგულაძე გამომწერებს ნუნუ დუღაშვილის სიმღერას „კახეთო, ჩემო კახეთოს“ უზიარებს და აღნიშნავს, რომ ამ უსაყვარლესი სიმღერით კახეთს ეფერება. „უსაყვარლესი ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის სიმღერით ვეფერები კახეთს და თითოეულ თქვენგანს სიყვარულით“, – წერს ნინო სურგულაძე. მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას […]

ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია – სროლის შედეგად დაიღუპა 1 პირი, დაიჭრა 2

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლა, იდენტიფიცირებულია, როგორც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი. “FBI-მ დაადგინა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, პენსილვანიიდან, როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში 13 ივლისს, პენსილვანიაში… ეს რჩება აქტიურ […]

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ”ბათუმელები” ავრცელებს გამოცემის ცნობით, ავტოსადგურის მფლობელმა სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების დასაწყებად ბათუმის მერიას უკვე მიმართა. ბათუმის ავტოსადგურს სააქციო საზოგადოება „ბათუმის […]