ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენ, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას და ყველანაირ ძალადობას – საერთო ძალისხმევაა საჭირო, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას და ყველანაირი სახის ძალადობას გმობს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში საერთო ძალისხმევაა საჭირო, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა. „გვსურს გამოვეხმაუროთ, საპრეზიდენტო კანდიდატ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ჩვენ, „ერთიანობა“, „ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ მომხდარ თავდასხმას და ასევე, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. გვინდა, […]
კახა კალაძე – გამაოგნებელია საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება – სასტიკად ვგმობთ თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას

გამაოგნებელია საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება-სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი […]
შარლ მიშელი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე – პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია

პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. “მკაცრად ვგმობ თავდასხმას ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია […]
პაატა მანჯგალაძე – მსოფლიოში დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და ტრამპს გამოჯანმრთელება უსურვა. როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის საქართველოში. “მსოფლიოში დემოკრატიას ბევრი მტერი ჰყავს, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც. “ქართული ოცნების” დღევანდელი ქმედებები მაშინ, როცა დემოკრატიულ სამყაროსთან უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, კონსპირაციების თეორიებს აბრალებენ ჩვენს […]
დონალდ ტრამპი – წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს – მადლობა სამართალდამცველებს სწრაფი რეაგირებისთვის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე – Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. „რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის […]
“დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება” – პოლ მერსონი

“არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა პოლ მერსონმა ევრო 2024-ის ფინალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სჯერა, რომ ინგლისის ნაკრები ტურნირის მოგებას მოახერხებს. “არასოდეს მეგონა, რომ ამას ვიფიქრებდი. წარსულში უფრო ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავდა, მაგრამ დღეს მჯერა, რომ ფინალს მოვიგებთ. მატჩის ხარისხი დაბალია? არავის ახსოვს 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების თამაში ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ყველას […]
ირაკლი კობახიძე: შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს

ირაკლი კობახიძე: შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და […]
კახა კალაძე: სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას!

კახა კალაძე: სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას! გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა – საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. „თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები. […]
გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის – კობახიძე ტრამპზე თავდასხმას აფასებს

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს, – ასეთ შეფასებას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჯანმრთელობას და სოლიდარობას უცხადებს. „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში […]
ზურაბიშვილი ტრამპზე თავდასხმაზე: პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს.