2025 წლიდან ვენეციაში შესვლის საფასური გაიზრდება

მიმდინარე წლის აპრილში ტურისტებისთვის ვენეციაში ერთდღიანი სტუმრობის სანაცვლოდ 5-ევროიანი გადასახადი დაწესდა. მიზანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ქალაქის ხალხმრავლობისგან დაცვა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი საკმარისი არ აღმოჩნდა. პრობლემის მოსაგვარებლად კი ადგილობრივ ხელისუფლებას 2025 წლიდან გადასახადის გაზრდა აქვს გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ საპილოტე საგადასახადო სქემა მხოლოდ 29 დღეს მოქმედებდა. მომდევნო ეტაპზე კონსულტაციების გამართვა იგეგმება, […]

სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპს – აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან უნდა გადადგეს – ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება. „მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ტრამპს და მისი სწრაფი გამოჯანმრთელების იმედი მაქვს“, – განაცხადა ილონ მასკმა. მასკმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. […]

მეორე დღეა, მდინარე მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ

მეორე დღეა, გორში , ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაშველები მდინარე მტკვარში 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას „სფეისნიუსი“ ავრცელებს. როგორც “სფეის ნიუსს ” საგანგებო სიტუაციების მართვის მართვის სამსახურში განუცხადეს , სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ახლაგაზრდა მამაკაცი ძლიერმა წყლის დინებამ გუშინ გაიტაცა.

ვაჟა-ფშაველა – “რას ჰქვიან თავისუფლება?”

„როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: „ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!” რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, […]

საქართველოს თუ ევროატლანტიკური ქვეყნების კლუბში გაწევრიანება სურს, დემოკრატიულად უნდა მოიქცეს -კარპენტერი

“საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ თუ ევროატლანტიკური ქვეყნების კლუბში გაწევრიანება სურს, დემოკრატიულად უნდა მოიქცეს”, – ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” თეთრ სახლში შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი აცხადებს. “ჩვენ შევაჩერეთ წვრთნები, რომელიც წელს იყო დაგეგმილი. ევროკავშირი ანალოგიურად მოიქცა. რეალობა ის არის, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებულები და იმედგაცრუებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომელზეც […]

ირაკლი ზარქუა – პრეზიდენტს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან – მორიგ ჯერზე მოხდა უცხოური აგენტების ლუსტრაცია

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს გაასაჩივრებდა. ზარქუას თქმით, ამ კანონის მიღებით, მორიგ ჯერზე მოხდა „უცხოური აგენტების ლუსტრაცია“. „როდესაც ამ კანონს ვაინიცირებდით, ზუსტად ვიცოდით, რომ უცხოური გავლენის აგენტურა ამ კანონს შემდეგ გაასაჩივრებდა. […]

გიორგი ვაშაძე – დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია, ისევე როგორც საქართველოში – იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს

იმ დროს, როცა აშშ-სთან ერთად უნდა ვიყოთ, ეს ხელისუფლება მათ კონსპირაციებით შეურაცხყოფას აყენებს,- ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, დღევანდელი მთავრობის განცხადებები საგანგაშოა. “ჩვენ ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დემოკრატია მთელ მსოფლიოში საფრთხეშია ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს დემოკრატიისკენ კარი ჩაგვიკეტოს და სიღარიბეში […]

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი – ორი თვე გადის, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა, დღემდე არცერთ დონორს არ დაუგმია ეს მოწოდება- ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა

უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც უცხოური გრანტებით დაფინანსებული „ჯემნიუსის“ ჟურნალისტმა, ირაკლი დათუნაშვილმა კეფაში ტყვიის სროლის მუქარა გაავრცელა – ამის შესახებ წერს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“. როგორც გვერდის, „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული დღემდე არცერთ დონორს არ დაუგმია აღნიშნული მოწოდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალადობის წაყრუება ძალადობის წახალისებაა. „უკვე ორი თვე გადის მას შემდეგ, რაც […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – დასავლეთი და აშშ იცავს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და წუხს ისეთი ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები

დასავლეთი და აშშ იცავს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და წუხს ისეთი ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვა გზას „ქართული ოცნება“ ჩვენს მეგობრებს არ უტოვებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ამბობს, რომ „შეშფოთებულია იმ გადაწყვეტილებების გამო, […]

Meta-მ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე შეზღუდვები მოხსნა

Meta-მ დონალდ ტრამპის „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშებზე, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შეზღუდვები მოხსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და მსჯავრდებულის, დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წელს შეიზღუდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა „შეაქო“ მხარდამჭერები, რომლებიც 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. როგორც BBC წერს, ტრამპის ანგარიშები, რომლებსაც ერთობლივად 60 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, 2023 წელს […]