მანჯგალაძე ტრამპზე თავდასხმაზე: უზნეობაა ძალადობის ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება

რა თქმა უნდა, ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარებს რომ ვისმენ, ქართული გამოთქმა “კუმ ფეხი გამოყო” მახსენდება. როგორ საცოდავად ცდილობენ დიდ ტრამპისტებად მოაჩვენონ ხალხს თავი. ნუთუ არ იციან, რომ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში მათი იდეოლოგიური სამშობლოს, მოსკოვის დაბომბვით იმუქრება. უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების […]
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალებმა, დღეს, 14 ივლისს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, გუანდონგის პროვინციის მახლობლად, ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით “საზღვაო ურთიერთქმედება – 2024” დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნები დაყოფილია სამ ეტაპად, მათ შორის ძალების კონცენტრაცია, ნავსადგურში დაგეგმვა და ტაქტიკურ კოორდინაციის რუკაზე ვარჯიში, ასევე, 15-17 ივლისს პრაქტიკული საზღვაო წვრთნა პროვინციის მიმდებარე სამხრეთ […]
ვაშაძე ტრამპზე თავდასხმაზე: ჩვენი ხელისუფლება შეურაცხყოფას აყენებს აშშ-ს კონსპირაციებით

ჩვენ ვგმობთ თავდასხმას დონალდ ტრამპზე და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში ისევე როგორც აქ, საქართველოში. მთავრობას სურს ჩაგვიკეტოს კარი დემოკრატიისკენ და დაგვტოვოს სიღარიბეში. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა დემოკრატიებთან მთელს მსოფლიოში, ჩვენმა მთავრობამ გაანადგურა ურთიერთობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან. იმ დროს, როცა ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-სთან ერთად, ეს ხელისუფლება […]
აშშ-ში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა

აშშ-ში, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთმა ადამიანმა გახსნა. პოლიციას სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია, არ არის ცნობილი ასევე, დაკავებულია თუ არა ვინმე. გაურკვეველი რჩება სროლის მოტივიც. „იარაღით ძალადობის არქივის“ მონაცემებით, 2024 […]
გენერალი სირსკი მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი, რადგან არ სჯერა ჩვენი გამარჯვების – დეპუტატი მარიანა ბეზუჰლა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს „ვერხოვნა რადის“ დეპუტატი, მარიანა ბეზუჰლა, რომელიც ცნობილი არმიის სარდლობის მისამართით გაკეთებული სკანდალური განცხადებებით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის წინააღმდეგ ილაშქრებს. თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მარიანა ბეზუჰლა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თითქოს გენერალი სირსკი მზად იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის. “ის თანახმაა ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას და ყველა სახის ვარიაციას […]
მდიდრები, სამომავლო აღორძინების იმედად, საკუთარ თავებსა და სიმდიდრეს ყინავენ

“ქონების ადვოკატები ქმნიან ნდობის ფონდებს (ტრასტებს), რომელიც მიზნად ისახავს სიმდიდრის შენარჩუნება/გაფართოებას იმ შემთხვევაშიც კი, სანამ ადამიანები კრიოკონსერვაციის პირობებში იქნებიან, თუნდაც ეს ასეულობით წლები გაგრძელდეს“ – ამის შესახებ bloomberg -ი წერს და ფონდების იდეის შესახებ ვრცელ მიმოხილვას გვთავაზობს. გამოცემის თქმით, ეს არის განვითარებადი სფერო, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდზეა აგებული. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად მდიდრები ინდუსტრიის შესაძლებლობებს საკმაოდ […]
რუსული კლუბის განმარტება შეკვეთილში რუსეთის სექციის უფროსის გამოჩენასა და პედაგოგების წვრთნაზე

„კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით „რუსული კლუბი“ აცხადებს, რომ ტრენინგის პროექტი არ არის დაფინანსებული არცერთი [ხაზს ვუსვამთ არცერთი] უცხოური ქვეყნის მიერ. პროექტი მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ, რისთვისაც ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მათ ვუხდით გულწრფელ მადლობას,“ – ორგანიზაცია „რუსულ კლუბი“ განცხადებას ავრცელებს შეკვეთილში ბავშვების და მასწავლებლებისთვის ტრეინინგის ჩატარებაზე. „რუსული კლუბი“ ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: […]
სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო მასა და ტრამპზე თავდასხმების მსგავსებაზე საუბრობს

„ქსეროქსზე გადაღებულ სცენარს ჰგავს“, – ასე გამოეხმაურა დონალდ ტრამპზე თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელზეც 15 მაისს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. “ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ ის გააჩუმონ და როდესაც ისინი ამას ვერ ახერხებენ, ისინი იმდენად აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ მავანი ღატაკი ბიჭი იარაღს ჰკიდებს ხელს. ახლა კი ჩვენ მოწმენი გავხდებით საუბრებისა შერიგებაზე, დაშოშმინებისა და მიტევების აუცილებლობაზე”, – […]
გიორგი გიგაშვილის ამერიკული აღიარება

უნიჭიერესი ქართველი პიანისტის გიორგი გიგაშვილის ცხოვრებაში წარმატებული ეტაპია. ის მსოფლიოში ყველა ხელოვანისთვის საოცნებო საკონცერტო დარბაზში – კარნეგი ჰოლში დაუკრავს. 31 ოქტომბერს ნიუ-იორკში გიორგი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება. სადებიუტო კონცერტზე პიანისტი შუმანის, შოპენის, პროკოფიევისა და სკარლატის ნაწარმოებებს დაუკრავს.
როგორ გახდა “სულელი“ პერსონაჟების ავტორი მილიარდერი

Despicable Me-ის ჯგუფი ახალი სერიით: Despicable Me 4-ით კიდევ ერთი თავგადასავლებისთვის ემზადება. ყველასთვის საყვარელმა მინიონებმა, რომელმაც შემქმნელებს აუარებელი შემოსავალი მოუტანეს, სავარაუდოდ, ახალი რეკორდი უნდა მოხსნან. 2010 წლის დებიუტიდან მოყოლებული, მინიონები გახდა სალაროების ლიდერი და მოიპოვა მილიონობით თაყვანისმცემლები. 4,7 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალით მსოფლიო სალაროებში, Despicable Me არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფრენჩაიზი. Despicable […]